
იობი 39:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ მიეცი ცხენს ძლიერება? შენ შემოსე ფაფრით მისი კისერი?
იობი 39:19 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 39:19 კონტექსტში
39:17რადგან ღმერთმა დაუკავა მას ჭკუა და წილად არ არგუნა გონება;
39:18რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მხედარს.
39:19შენ მიეცი ცხენს ძლიერება? შენ შემოსე ფაფრით მისი კისერი?
39:20შენ ახტუნებ მას კალიასავით? მისი მჭახე ჭიხვინი ზარდამცემია!
39:21მიწას თხრის ველზე და ხარობს, ძლიერი ჭენებით მახვილს ეგებება.
პარალელური ადგილები: იობი 39:19
- ფსალმუნები 147:10არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
- მარკოზის სახარება 3:17ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი;
- ფსალმუნები 104:1აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
- ფსალმუნები 93:1უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს.
- იობი 39:25ბუკის ცემაზე, იტყვის: აჰა! და შორითვე იყნოსავს ბრძოლას, სარდლის შეძახილებს და ყიჟინას.
- გამოსვლა 15:1მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი.
განაგრძე კითხვა: იობი 39
სრულად წაიკითხე: იობი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში