
იობი 39:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიწას თხრის ველზე და ხარობს, ძლიერი ჭენებით მახვილს ეგებება.
იობი 39:21 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 39:21 კონტექსტში
39:19შენ მიეცი ცხენს ძლიერება? შენ შემოსე ფაფრით მისი კისერი?
39:20შენ ახტუნებ მას კალიასავით? მისი მჭახე ჭიხვინი ზარდამცემია!
39:21მიწას თხრის ველზე და ხარობს, ძლიერი ჭენებით მახვილს ეგებება.
39:22შიშს დასცინის, არ ფრთხება და მახვილისგან პირს არ აბრუნებს;
39:23მის თავზე ჟღრიალებს კაპარჭი, ელავს შუბისწვერი და ჰოროლი.
პარალელური ადგილები: იობი 39:21
- იერემია 8:6ყური მივუგდე და ვუსმენდი, მაგრამ მართალს არ ლაპარაკობენ, არავინ ინანიებს თავის ავკაცობას, ეს რა ჩავიდინეო. ყველა თავის სარბიელზე გარბის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით.
- ფსალმუნები 19:5და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.
- მეფეთა ა 17:42დაინახა ფილისტიმელმა დავითი და საცინად აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი და წითური, ლამაზი შესახედავიც.
- იერემია 9:23ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს.
- იგავესნი 21:31ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის.
- მეფეთა ა 17:4გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე.
- მეფეთა ა 17:10თქვა ფილისტიმელმა: სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი ვინმე, რომ პირისპირ შევებათ ერთმანეთს.
- მსაჯულნი 5:22სრბოლისაგან იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები მაშინ, მისი ვაჟკაცების სრბოლისაგან.
განაგრძე კითხვა: იობი 39
სრულად წაიკითხე: იობი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში