
იობი 39:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მის თავზე ჟღრიალებს კაპარჭი, ელავს შუბისწვერი და ჰოროლი.
იობი 39:23 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 39:23 კონტექსტში
39:21მიწას თხრის ველზე და ხარობს, ძლიერი ჭენებით მახვილს ეგებება.
39:22შიშს დასცინის, არ ფრთხება და მახვილისგან პირს არ აბრუნებს;
39:23მის თავზე ჟღრიალებს კაპარჭი, ელავს შუბისწვერი და ჰოროლი.
39:24გრიალ-დგანდგარში ყლაპავს მიწას და ბუკის ხმა ვერ აკავებს;
39:25ბუკის ცემაზე, იტყვის: აჰა! და შორითვე იყნოსავს ბრძოლას, სარდლის შეძახილებს და ყიჟინას.
პარალელური ადგილები: იობი 39:23
განაგრძე კითხვა: იობი 39
სრულად წაიკითხე: იობი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში