
იობი 39:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენს ბრძანებაზე აღმაფრენს არწივი და იკეთებს მაღლა თავის ბუდეს?
იობი 39:27 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 39:27 კონტექსტში
39:25ბუკის ცემაზე, იტყვის: აჰა! და შორითვე იყნოსავს ბრძოლას, სარდლის შეძახილებს და ყიჟინას.
39:26შენს ჭკუაზე ნავარდობს ქორი და სამხრეთისკენ მიფრინავს ფრთაგაშლილი?
39:27შენს ბრძანებაზე აღმაფრენს არწივი და იკეთებს მაღლა თავის ბუდეს?
39:28კლდეზე სახლობს და ათევს ღამეს, კლდის ქიმია მისი ციხე-სიმაგრე;
პარალელური ადგილები: იობი 39:27
- იერემია 49:16შენმა კერპმა შეგაცდინა, შენმა გულზვიადობამ; კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღლა მათაზეა შენი სადგომი. არწივივით მაღლაც რომ მოიიწყო ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.
- აბდია 1:4არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.
- გამოსვლა 19:4თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტეს, როგორ აგიტაცეთ არწივის ფრთებით და ჩემთან მოგიყვანეთ.
- ოსეა 8:1პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს აღთქმას და ჩემი რჯული დაარღვიეს.
- იგავესნი 23:5თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება.
- ლევიანი 11:13ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ ჭამოთ, უსურმაგნი არიან: არწივი, სვავი, ფსოვი,
- ესაია 40:31უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.
- ფსალმუნები 103:5სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.
განაგრძე კითხვა: იობი 39
სრულად წაიკითხე: იობი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში