
იობი 39:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ გაუშვა ნებაზე კანჯარი და ველურ ვირს საბელი ვინ გაუხსნა,
იობი 39:5 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 39:5 კონტექსტში
39:3ჩაიმუხლებენ, გამოაგდებენ ნაშიერთ, უამდებათ შობის ტკივილები.
39:4მაგრდებიან მათი შვილები, იზრდებიან ტრიალ მინდორზე, იფანტებიან და უკან აღარ უბრუნდებიან.
39:5ვინ გაუშვა ნებაზე კანჯარი და ველურ ვირს საბელი ვინ გაუხსნა,
39:6რომელსაც უდაბნო მივეცი სახლად და სამყოფლად - მლაშობი?
39:7ქალაქის ხმაურს არად აგდებს და გამრეკის შეძახილებს არ უსმენს.
პარალელური ადგილები: იობი 39:5
- იობი 11:12ქარაფშუტა კაცი განისწავლება და ველური ვირის ჩოჩორიც კი ადამიანად იქცევა!
- იობი 6:5ყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ ბღავის ხარი თავის თივის წინ?
- იობი 24:5აჰა, კანჯრებივით უდაბნოში გადიან საქმეზე ნადავლის საძებრად; ტრამალი საზრდოა მისი ბავშვებისთვის;
- ფსალმუნები 104:11დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
- შესაქმე 16:12კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი.
- შესაქმე 49:14ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე.
- დანიელი 5:21მოკვეთილი იყო კაცის ძეთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა. ბალახს აჭმევდნენ როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარ-ნამით სველდებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას.
- იერემია 14:6გარეული ვირები შემდგარან ბორცვზე და ჰაერს ყლაპავენ ტურებივით; თვალები დაევსოთ, რადგან აღარ არის ბალახი.
განაგრძე კითხვა: იობი 39
სრულად წაიკითხე: იობი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში