
იობი 24:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, კანჯრებივით უდაბნოში გადიან საქმეზე ნადავლის საძებრად; ტრამალი საზრდოა მისი ბავშვებისთვის;
იობი 24:5 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 24:5 კონტექსტში
24:3ობლებს ვირს ართმევენ, ქვრივოხერისგან ხარს იხუთავენ;
24:4გაჭირვებულებს გზიდან აგდებენ; მიიმალნენ ქვეყნის ჩაგრულნი ერთიანად.
24:5აჰა, კანჯრებივით უდაბნოში გადიან საქმეზე ნადავლის საძებრად; ტრამალი საზრდოა მისი ბავშვებისთვის;
24:6სხვის ყანაში მკიან და ბოროტეულთა ვენახებს იმცვრევენ;
24:7შიშვლად ათევს ღამეს უმოსასხამოდ, არა აქვს ყინვაში გადასახური.
პარალელური ადგილები: იობი 24:5
- ფსალმუნები 104:23გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
- იობი 39:5ვინ გაუშვა ნებაზე კანჯარი და ველურ ვირს საბელი ვინ გაუხსნა,
- იობი 39:7ქალაქის ხმაურს არად აგდებს და გამრეკის შეძახილებს არ უსმენს.
- სოფონია 3:3მისი მთავრები მბდღვინავი ლომებია მის შუაგულში, მისი მსაჯულები საღამოს მგლებია, დილისთვის ძვალსაც რომ არ სტოვებენ.
- იოანე 18:28ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, - რათა შესძლებოდათ პასექის ჭამა.
- ოსეა 8:9აშურში წავიდა თავისთვის გარეული ვირივით; გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს.
- იობი 5:5რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან. მწყურვალი კაცი შთანთქავს მათ დოვლათს.
- იობი 24:14დილიდანვე მზადაა კაცისმკვლელი, ჩაგრულის და ღატაკის მოსაკლავად, ღამით კი ქურდივითაა.
განაგრძე კითხვა: იობი 24
სრულად წაიკითხე: იობი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში