
იობი 4:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი გაიფანტებიან;
იობი 4:11 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 4:11 კონტექსტში
4:9უფლის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე გაწყდებიან.
4:10ლომის ღრიალი მიწყდება და მხეცის კბილები შეიმუსრება;
4:11ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი გაიფანტებიან;
4:12იდუმალ მომეპარა სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში;
4:13ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,
პარალელური ადგილები: იობი 4:11
- ფსალმუნები 34:10ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.
- იობი 27:14თუ შვილები გაუმრავლდება, მხოლოდ მახვილისთვის, და მისი შთამომავლობა პურით ვერ გაძღება.
- იობი 27:15მისი დანარჩომნი სიკვდილში დაიმარხებიან და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ;
- შესაქმე 49:9ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:17მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.
- იობი 38:39ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის ბოკვერებს,
- ოსეა 11:10უფალს გაჰყვებიან; ლომივით ბრდღვინავს ის და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, შიშით წამოვლენ დასავლეთიდან შვილები.
- იობი 1:19ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
განაგრძე კითხვა: იობი 4
სრულად წაიკითხე: იობი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში