
ფსალმუნი 34:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.
ფსალმუნი 34:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 34:10 კონტექსტში
34:8განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი.
34:9მოიშიშეთ უფლისა, წმიდანო, მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება მოშიშებს მისას.
34:10ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.
34:11მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
34:12ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 34:10
- ფსალმუნები 84:11რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
- მათეს სახარება 6:32ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.
- ფსალმუნები 104:21ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
- ლუკას სახარება 1:51მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.
- ლუკას სახარება 1:53სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.
- იობი 4:10ლომის ღრიალი მიწყდება და მხეცის კბილები შეიმუსრება;
- იობი 4:11ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი გაიფანტებიან;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 34
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში