
იობი 4:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, გაწყდება მათი სიცოცხლის ძაფი და უაზროდ დაიხოცებიან.
იობი 4:21 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 4:21 კონტექსტში
4:19რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ უდგათ საფუძველი? მღილებზე უმალ რომ იჭყლიტებიან?
4:20დილასა და მწუხრს შორის რომ იღუპებიან, სამარადისოდ ქრებიან უსახელოდ?
4:21აჰა, გაწყდება მათი სიცოცხლის ძაფი და უაზროდ დაიხოცებიან.
პარალელური ადგილები: იობი 4:21
- იობი 36:12თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაიღუპებიან და უგუნურად დაიხოცებიან;
- ლუკას სახარება 16:22მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.
- ლუკას სახარება 16:23ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.
- იობი 8:22შენი მოძულენი სირცხვილს შეიმოსენ და უკეთურთა კარავი განქარდება.
- ფსალმუნები 49:14ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;
- იობი 18:21ნამდვილად, ასე დაემართება უკუღმართთა საცხოვრებელს და იმათ ადგილს, ღმერთს რომ არ სცნობენ!
- ფსალმუნები 49:20ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.
- ესაია 14:16შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა?
განაგრძე კითხვა: იობი 4
სრულად წაიკითხე: იობი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში