
იობი 4:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა მოშიშება არ გქონდა სასოდ? განა შენი სიალალის იმედი არ გქონდა?
იობი 4:6 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 4:6 კონტექსტში
4:4წაქცეულს ფეხზე აყენებდი შენი სიტყვით და ჩაკეცილ მუხლებს აღონიერებდი.
4:5ახლა შენ დაგიდგა ჯერი და ილაჯი გაგიწყდა; შენ გეწია და შეძრწუნდი!
4:6განა მოშიშება არ გქონდა სასოდ? განა შენი სიალალის იმედი არ გქონდა?
4:7გაიხსენე, თუ ვინმე დაღუპულა უდანაშაულო, მართალნი თუ ამომწყდარან?
4:8როგორც მინახავს, სიავის მხვნელნი და სიცრუის მთესველნი მასვე მოიმკიან.
პარალელური ადგილები: იობი 4:6
- იგავესნი 3:26რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს.
- იგავესნი 14:26უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ.
- იობი 1:1იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
- იობი 17:15სადღაა ახლა ჩემი იმედი? ვინღა დაინახავს ჩემს იმედს?
- იობი 23:11მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად.
- იობი 23:12მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.
- იობი 16:17თუმცა მოძალადე არ ვყოფილვარ და ჩემი ლოცვაც სუფთა იყო!
- იობი 13:15კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი - მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.
განაგრძე კითხვა: იობი 4
სრულად წაიკითხე: იობი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში