
იობი 23:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.
იობი 23:12 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 23:12 კონტექსტში
23:10მაგრამ მან იცის ჩემი ასავალ-დასავალი; გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები.
23:11მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად.
23:12მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.
23:13ის ერთადერთია - ვინ გადაათქმევინებს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს.
23:14ბოლომდე შეასრულებს ჩემს წილხვედრილს - ასეთი ბევრი აქვს მას.
პარალელური ადგილები: იობი 23:12
- იერემია 15:16ნაპოვნია შენი სიტყვები და მე ვჭამე ისინი; შვება და გულის სიხარული იყო ჩემთვის შენი სიტყვა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.
- ფსალმუნები 119:103რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.
- ფსალმუნები 119:11გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
- იოანე 4:34უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
- ფსალმუნები 19:9შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
- ფსალმუნები 19:10სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
- იობი 22:22მიიღე მისი ბაგიდან რჯული და გულში ჩაიდევი მისი სიტყვები;
- იოანე 8:31და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
განაგრძე კითხვა: იობი 23
სრულად წაიკითხე: იობი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში