
იობი 40:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე?
იობი 40:8 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 40:8 კონტექსტში
40:6მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
40:7შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე:
40:8გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე?
40:9იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
40:10აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი!
პარალელური ადგილები: იობი 40:8
- რომაელთა მიმართ 3:4არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.
- იობი 32:2მაშინ განრისხდა ელიჰუ, ძე ბუზელი ბარაქიელისა, რამის საგვარეულოდან; იობზე განრისხდა იმის გამო, რომ მან ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი.
- ესაია 28:18გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით.
- იობი 10:3კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენ ხელთა ქმნილება და ბოროტეულთა რჩევით ანათებ?
- იობი 34:5კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
- იობი 34:6მართალი გავმტყუნდი, უდანაშაულოდ მჭირსო ეს წყლული.
- გალატელთა მიმართ 3:17მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს აღთქმამ.
- იობი 35:2ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი ვარო?
განაგრძე კითხვა: იობი 40
სრულად წაიკითხე: იობი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში