
იობი 41:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გამოდის;
იობი 41:21 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 41:21 კონტექსტში
41:19მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერჩხლები ცვივიან;
41:20ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი;
41:21მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გამოდის;
41:22მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში;
41:23ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად აფენია, შეუძვრელად;
პარალელური ადგილები: იობი 41:21
- ფსალმუნები 18:8შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი.
- აბაკუმი 3:5შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი.
- ესაია 30:33რადგან დიდიხნის მოწყობილია კოცონი, მეფისთვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას.
- ფსალმუნები 18:12წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.
განაგრძე კითხვა: იობი 41
სრულად წაიკითხე: იობი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში