
იობი 42:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ მოიძებნებოდნენ მთელ ქვეყანაზე იობის ასულებისთანა ლამაზი ქალები, და მამამ მისცა მათ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.
იობი 42:15 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 42:15 კონტექსტში
42:13ჰყავდა შვიდი ვაჟი და სამი ასული.
42:14ერთს სახელად დაარქვა იემიმა, მეორეს - კეციყა, მესამეს - კერენ-ჰაფუქი.
42:15არ მოიძებნებოდნენ მთელ ქვეყანაზე იობის ასულებისთანა ლამაზი ქალები, და მამამ მისცა მათ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.
42:16იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი და მოესწრო თავის შვილებს და შვილთაშვილებს მეოთხე თაობაში.
პარალელური ადგილები: იობი 42:15
- რიცხვთა 27:7მართალს ამბობენ ცელაფხადის ასულნი. უნდა მისცე მათ საკუთარი სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის, მათზე უნდა გადაიტანო მათი მამის სამკვიდრო.
- ფსალმუნები 144:12რომ ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა.
- მოციქულთა საქმენი 7:20ამ დროს დაიბადა მოსე; უყვარდა იგი ღმერთს და სამი თვე იზრდებოდა მამამისის სახლში.
- იესო ნავეს ძე 18:4თითო შტოდან სამ-სამი კაცი ამოირჩიეთ და მე გავგზავნი მათ. ადგნენ და მოიარონ ქვეყანა, აღწერონ იგი სამკვიდროების მიხედვით და დაბრუნდნენ ჩემთან.
- იესო ნავეს ძე 15:18ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ღოთენიელი და თავისი მამისგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო,
- იესო ნავეს ძე 15:19მიუგო: მომეცი კურთხევა: რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი. და მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები.
განაგრძე კითხვა: იობი 42
სრულად წაიკითხე: იობი 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში