
იესო ნავეს ძე 15:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგო: მომეცი კურთხევა: რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი. და მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები.
იესო ნავეს ძე 15:19 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 15:19 კონტექსტში
15:17ღოთენიელმა, ქალების ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა.
15:18ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ღოთენიელი და თავისი მამისგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო,
15:19მიუგო: მომეცი კურთხევა: რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი. და მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები.
15:20ეს არის იუდაელთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
15:21აი, რომელი ქალაქები იყო იუდაელთა შტოს კიდეზე, ედომის საზღვართან, სამხრეთით: კაბციელი, ყედერი და იაგური.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 15:19
- მსაჯულნი 1:14ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ღოთენიელი და თავისი მამისაგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო,
- მსაჯულნი 1:15მიუგო: მომეცი კურთხევა, რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევვბიც მომეცი. შეუსრულა სათხოვარი. მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები.
- შესაქმე 33:11მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო.
- მეფეთა ა 25:27აპატიე დანაშაული შენს მორჩილს, ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან საღმრთო ომს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ მოგეკარება არასოდეს.
- მეორე სთვლისაება 33:7ეს იუდასთვის თქვა: ისმინე, უფალო, იუდას ხმა! თავის ხალხთან მიიყვანე იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის, შენ კი დაიფარე მტრებისაგან.
- კორინთელთა მიმართ ბ 9:5ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენ მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 15
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში