
იობი 5:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეჰღაღადე, ვინ გიპასუხებს? წმიდათაგანს ვის მიმართავ?
იობი 5:1 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 5:1 კონტექსტში
5:1შეჰღაღადე, ვინ გიპასუხებს? წმიდათაგანს ვის მიმართავ?
5:2უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.
5:3მე ვნახე ფესვგადგმული უგუნური და მეყსეულად შევაჩვენე მისი ბინა.
პარალელური ადგილები: იობი 5:1
- იობი 15:15აჰა, თავისი ანგელოზებისაც არა სწამს მას და ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში!
- იობი 15:8ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია?
- იობი 15:10თმათეთრიც და მოხუცებულიც არის ჩვენ შორის, მამაშენზე უხსენი.
- იობი 4:18აჰა, თავის ყმებში შეაქვს ეჭვი და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს!
- ებრაელთა მიმართ 12:1ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენ წინაშე მდებარე სარბიელი.
- ესაია 41:21წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს იაკობის მეუფე.
- ესაია 41:23გამოგვიცხადეთ მოსახდენი და მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ. ქმენით კეთილი, გინდა ბოროტი, რომ ვუყურებდეთ და ვხედავდეთ თქვენთან ერთად.
- ეფესელთა მიმართ 1:1პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, - ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში:
განაგრძე კითხვა: იობი 5
სრულად წაიკითხე: იობი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში