
ესაია 41:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს იაკობის მეუფე.
ესაია 41:21 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 41:21 კონტექსტში
41:19დავრგავ უდაბნოში ნაძვს, ურთხელს, მურტსა და ზეთისხილს; აღვმართავ ტრამალზე ალვას ნეკერჩახლთან და ბზასთან ერთად.
41:20რათა დაინახონ და გაიგონ, მიხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ უფლის ხელმა მოიმოქმედა და ისრაელის წმიდამ შექმნა ეს.
41:21წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს იაკობის მეუფე.
41:22მოდგნენ და გაგვიცხადონ მოწევნადი. გამოგვიცხადეთ დასაბამი, რომ განვჭვრიტოთ და მივხვდეთ მის დასასრულს, ანდა მომავალი გვამცნეთ.
41:23გამოგვიცხადეთ მოსახდენი და მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ. ქმენით კეთილი, გინდა ბოროტი, რომ ვუყურებდეთ და ვხედავდეთ თქვენთან ერთად.
პარალელური ადგილები: ესაია 41:21
- იობი 23:3ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?
- იობი 23:4წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.
- მიქა 6:1ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღდეგ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა გორაკებს!
- მიქა 6:2ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს.
- იობი 38:3წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე:
- იობი 31:37გავუმხელდი ჩემს ყოველ ნაბიჯს და, როგორც მთავარს ვისმე, მივეახლებოდი.
- იობი 40:7შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე:
- იობი 40:9იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
განაგრძე კითხვა: ესაია 41
სრულად წაიკითხე: ესაია 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში