
იობი 5:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ის იხსნის ღატაკს მახვალისგან, მათი პირიდან და მაგარი ხელიდან.
იობი 5:15 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 5:15 კონტექსტში
5:13ის იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება.
5:14დღისით უკუნეთს აწყდებიან და ხელისცეცებით დადიან შუადღისას, როგორც ღამეში.
5:15ის იხსნის ღატაკს მახვალისგან, მათი პირიდან და მაგარი ხელიდან.
5:16ბეჩავი კაცი იმედით ცოცხლობს, უკეთურება კი პირს მუწავს.
5:17აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ!
პარალელური ადგილები: იობი 5:15
- ფსალმუნები 35:10ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან.
- იობი 4:10ლომის ღრიალი მიწყდება და მხეცის კბილები შეიმუსრება;
- ფსალმუნები 140:12ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.
- ფსალმუნები 10:17გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
- ფსალმუნები 72:4გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.
- ფსალმუნები 109:31რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.
- ფსალმუნები 10:14გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.
- ფსალმუნები 107:41გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს.
განაგრძე კითხვა: იობი 5
სრულად წაიკითხე: იობი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში