
ფსალმუნი 140:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.
ფსალმუნი 140:12 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 140:12 კონტექსტში
140:10დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ.
140:11ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.
140:12ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.
140:13ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 140:12
- ფსალმუნები 9:4რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
- იგავესნი 23:10ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ;
- იგავესნი 23:11რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენ წინააღმდეგ.
- იერემია 22:16დაჩაგრულისა და უპოვარის სამართალს განიკითხავდა, და სიკეთე იყო. განა ეს არ არის ჩემი ცოდნა? ამბობს უფალი.
- მათეს სახარება 11:5ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.
- ფსალმუნები 102:17მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.
- ფსალმუნები 35:10ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან.
- ფსალმუნები 72:4გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 140
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 140 · გახსენი ბიბლიის მკითხველში