
იობი 6:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 6:7 კონტექსტში
6:5ყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ ბღავის ხარი თავის თივის წინ?
6:6თუ ჭამენ უგემურს, უმარილოს? თუ არის რაიმე გემო კვერცხის ცილაში?
6:7გული არ მიმდის, ისეთი საძაგელია ჩემი პური.
6:8ნეტავ ახდებოდეს ჩემი ნატვრა და გამიმართლებდეს იმედს ღმერთი!
6:9ნეტავ ინებებდეს ღმერთი და დამლეწავდეს, აუშვებდეს ხელს და გამკვეთავდეს!
პარალელური ადგილები: იობი 6:7
- ეზექიელი 4:14ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! აი, არ არის ჩემი სული გაუწმიდურებული, მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია სიყმაწვილიდან დღემდე და უსურმაგის ხორცი არ ჩამსვლია პირში.
- იობი 3:24რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!
- ეზექიელი 12:18ადამის ძევ! კანკალით ჭამე შენი პური და შიშით და ძრწოლით სვი შენი წყალი!
- ეზექიელი 12:19უთხარი ამ ქვეყნის ხალხს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი იერუსალიმის მკვიდრთა გამო ისრაელის მიწაზე: ძრწოლით შეჭამენ თავიანთ პურს და სასოწარკვეთაში შესვამენ წყალს, რადგან მისი მიწა დაცარიელდება თავისი სისავსისგან მის მცხოვრებთა ძალადობის გამო.
- დანიელი 10:3გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა.
- ფსალმუნები 102:9რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;
- ეზექიელი 4:16მითხრა: ადამის ძევ! აჰა, გავტეხავ პურის კვერთხს იერუსალიმში, რომ წონით და სიმწრით ჭამდნენ პურს, და წყალს გამოზომით და შიშით სვამდნენ.
განაგრძე კითხვა: იობი 6
სრულად წაიკითხე: იობი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში