
იობი 3:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!
იობი 3:24 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 3:24 კონტექსტში
3:22უზომოდ გახარებულს, აღტაცებულს, საფლავის პოვნით,
3:23კაცს, გზაგადაკეტილს, ღვთისაგან ალყაში მოქცეულს?
3:24რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!
3:25რადგან მეწია შიშისზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა!
3:26აღარც სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება; მოვიდა ვაება.
პარალელური ადგილები: იობი 3:24
- ფსალმუნები 102:9რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;
- ფსალმუნები 80:5აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად.
- ფსალმუნები 42:3ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი?
- ფსალმუნები 42:4ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
- ფსალმუნები 38:8დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.
- ესაია 59:11დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და მტრედებივით ვკვნესით; მოველით სამართალს და არ ჩანს, ხსნას და შორს არის ჩვენგან.
- იობი 7:19როდის მომაშორებ მზერას, როდის მომეშვები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?
- იობი 33:20მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი საჭმელი;
განაგრძე კითხვა: იობი 3
სრულად წაიკითხე: იობი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში