
იობი 7:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს,
იობი 7:2 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 7:2 კონტექსტში
7:1კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.
7:2როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს,
7:3ასე მხვდა წილად ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა.
7:4თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე;
პარალელური ადგილები: იობი 7:2
- ლევიანი 19:13ნუ შეავიწროებ შენს თვისტომს, და ნუ გაძარცვავ; ნუ დაიტოვებ დილამდე ქირის კაცის გასამრჯელოს.
- მეორე სთვლისაება 24:15თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს.
- იაკობის ეპისტოლე 5:4აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს.
- მალაქია 3:5მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- იერემია 6:4განემზადეთ საბრძოლველად მის წინააღმდეგ, აღდექით და დავიძრათ შუადღისას! მაგრამ ვაი ჩვენს თავს, იწურება დღე, დაგრძელდა საღამოს ჩრდილები.
- ფსალმუნები 143:6სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.
- ფსალმუნები 119:131პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
განაგრძე კითხვა: იობი 7
სრულად წაიკითხე: იობი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში