
იობი 7:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე;
იობი 7:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 7:4 კონტექსტში
7:2როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს,
7:3ასე მხვდა წილად ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა.
7:4თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე;
7:5მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება;
პარალელური ადგილები: იობი 7:4
- მეორე სთვლისაება 28:67დილით იტყვი: ნეტავ საღამო იყოს! საღამოთი იტყვი: ნეტავ დილა იყოს! იმ შიშის გამო, რითაც სავსე გექნება გული და იმ სანახავის გამო, რასაც დაინახავ.
- იობი 7:13როცა ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი საწოლი-მეთქი, ამატანინებს მწუხარებას ჩემი სარეცელი-მეთქი,
- იობი 7:14მაშინ მაფრთხობ სიზმრებით და მოჩვენებებით მაშინებ,
- იობი 17:12ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს.
- ფსალმუნები 77:4თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.
- ფსალმუნები 109:23ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.
- ფსალმუნები 6:6მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.
- ფსალმუნები 130:6სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,
განაგრძე კითხვა: იობი 7
სრულად წაიკითხე: იობი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში