
იობი 7:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის?
იობი 7:20 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 7:20 კონტექსტში
7:18რომ მოინახულებ ყოველ დილით და გამოსცდი ყოველ წამს?
7:19როდის მომაშორებ მზერას, როდის მომეშვები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?
7:20თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის?
7:21რატომ არ მომიტევებ შეცოდებას და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწაში რომ ვიწვე, დილით დამიწყებდი ძებნას და აღარ ვიქნებოდი.
პარალელური ადგილები: იობი 7:20
- გლოვა იერემიასი 3:12მოზიდა მშვილდი და ისართა სამიზნედ დამსვა;
- იობი 3:24რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!
- იობი 7:11მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.
- იობი 7:12განა ზღვა ვარ ან გველეშაპი, ყარაული რომ დამიყენე?
- ფსალმუნები 36:6სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.
- ფსალმუნები 80:4უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
- იობი 33:9სუფთა ვარ, უცოდველიო, არა მაქვსო ბრალი;
- იობი 16:12უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.
განაგრძე კითხვა: იობი 7
სრულად წაიკითხე: იობი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში