
იობი 9:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორ შევეპასუხო, როგორ შევარჩიო მისთვის სათქმელი?
იობი 9:14 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 9:14 კონტექსტში
9:12აჰა, მოიტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებ?
9:13ღმერთი არ შეაბრუნებს თავის რისხვას, მის ქვეშ ემხობიან რაჰაბის თანამდგომნი.
9:14როგორ შევეპასუხო, როგორ შევარჩიო მისთვის სათქმელი?
9:15მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს.
9:16თუ შევღაღადებდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ყურად იღო ჩემი ხმა.
პარალელური ადგილები: იობი 9:14
- იობი 25:6მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!
- იობი 4:19რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ უდგათ საფუძველი? მღილებზე უმალ რომ იჭყლიტებიან?
- იობი 23:7იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას, მე კი საბოლოოდ თავს დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან.
- იობი 23:4წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.
- იობი 33:5თუ შეგიძლია, მიპასუხე! მოემზადე, დაიცავი თავი!
- იობი 11:4შენ ამბობ, მართლად განვსჯიო და სუფთა ვართო მის თვალში.
- იობი 11:5ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენ მიმართ!
- იობი 9:3თუ ვინმე გაუმართავს დავას, ათასში ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს.
განაგრძე კითხვა: იობი 9
სრულად წაიკითხე: იობი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში