
იობი 25:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!
იობი 25:6 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 25:6 კონტექსტში
25:4რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
25:5აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში!
25:6მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!
პარალელური ადგილები: იობი 25:6
- ესაია 41:14ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა.
- ფსალმუნები 22:6მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.
- იობი 7:17რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური?
- იობი 4:19რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ უდგათ საფუძველი? მღილებზე უმალ რომ იჭყლიტებიან?
- შესაქმე 18:27მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:
განაგრძე კითხვა: იობი 25
სრულად წაიკითხე: იობი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში