
იოელი 1:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა ჩვენს თვალწინ არ შეწყდა საზრდო და უფლის სახლში - სიხარული და ლხინი!
იოელი 1:16 · საქართველოს საპატრიარქო
იოელი 1:16 კონტექსტში
1:14დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის ტაძართან და უფალს შეღაღადეთ.
1:15ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან.
1:16განა ჩვენს თვალწინ არ შეწყდა საზრდო და უფლის სახლში - სიხარული და ლხინი!
1:17ჩალპა მარცვალი კოლბოხების ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები რადგან გადახმა პური.
1:18რად კვნესის პირუტყვი, რად ბღავის ნახირი? რადგან აღარ აქვთ საძოვარი, ცხვრის ფარაც შეშფოთებულია.
პარალელური ადგილები: იოელი 1:16
- მეორე სთვლისაება 12:6იქ მიიტანეთ თქვენი აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი, თქვენი აღთქმული, თქვენი შესაწირავი, საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული.
- მეორე სთვლისაება 12:7ჭამეთ და გაიხარეთ თქვენი ნაამაგარით თქვენს სახლთან ერთად, რომელიც დაგილოცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
- ფსალმუნები 43:4და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო!
- იოელი 1:5გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს!
- იოელი 1:9შეწყდა შესაწირავი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი.
- ესაია 3:7დაიფიცებს იმ დღეს და იტჟვის: ვერ ვიქნები განმგებელი, არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად.
- იოელი 1:13შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და საღვრელი.
- ფსალმუნები 105:3განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
განაგრძე კითხვა: იოელი 1
სრულად წაიკითხე: იოელი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში