
მეორე სთვლისაება 12:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჭამეთ და გაიხარეთ თქვენი ნაამაგარით თქვენს სახლთან ერთად, რომელიც დაგილოცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
მეორე სთვლისაება 12:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 12:7 კონტექსტში
12:5არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენს შტოთა შორის ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ.
12:6იქ მიიტანეთ თქვენი აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი, თქვენი აღთქმული, თქვენი შესაწირავი, საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული.
12:7ჭამეთ და გაიხარეთ თქვენი ნაამაგარით თქვენს სახლთან ერთად, რომელიც დაგილოცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
12:8ნუ მოიქცევით ისე, როგორც ახლა აქ ვიქცევით თითოეული ჩვენგანი, ვისაც როგორ მოსწონს.
12:9რადგან ჯერ კიდევ არ მივსულვართ განსასვენებელში და სამკვიდრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 12:7
- მეორე სთვლისაება 12:18მხოლოდ და მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამე ეს იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს. გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველი შენი ნაამაგარით.
- ლევიანი 23:40აიღეთ პირველ დღეს ჰადარის ხის ნაყოფი, ფინიკის მტევნები, ძეწნისა და ტირიფის რტოები და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე შვიდ დღეს.
- მეორე სთვლისაება 14:26იყიდე ამ ვერცხლით ყველაფერი, რაც შენს სულს სურს: საქონელი, ცხვარი, ღვინო, სასმელი, ყველაფერი, რასაც სული მოგთხოვს, და ჭამე იქ უფლის, შენი ღმერთის წინაშე და გაიხარე შენს სახლთან ერთად.
- მეორე სთვლისაება 12:12გაიხარეთ უფლის წინაშე თქვენ და თქვენმა ვაჟებმა, თქვენმა ასულებმა, თქვენმა ყმებმა და ყმაქალებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს ქალაქებში ცხოვრობს, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო თქვენ შორის.
- ფსალმუნები 128:1გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.
- ფსალმუნები 128:2შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!
- ფილიპელთა მიმართ 4:4მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.
- მეორე სთვლისაება 14:23და ჭამე უფლის, შენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად, ხორბლის, ღვინის და ზეთის მეათედი, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის, შიში სამუდამოდ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 12
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში