გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იოელი 1:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იოელი 1:8

იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, სიყრმის ქმარს რომ დასტირის!

იოელი 1:8 · საქართველოს საპატრიარქო

იოელი 1:8 კონტექსტში

1:6რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს.

1:7გამიჩანაგა ვენახი და გადამიხმო ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუფითრდა ტოტები.

1:8იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, სიყრმის ქმარს რომ დასტირის!

1:9შეწყდა შესაწირავი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი.

1:10გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი, გაშრა ღვინო, გახმა ზეთისხილი.

პარალელური ადგილები: იოელი 1:8

განაგრძე კითხვა: იოელი 1

სრულად წაიკითხე: იოელი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში