
იოელი 2:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს - აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი.
იოელი 2:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 მარტი, 2027, რძის უარყოფის ოთხშაბათი (მეექვსე ჟამი).
იოელი 2:20 კონტექსტში
2:18გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს.
2:19მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხით ამით; სასირცხოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში.
2:20ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს - აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი.
2:21ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა.
2:22ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს.
პარალელური ადგილები: იოელი 2:20
- ზაქარია 14:8იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი; ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი დასავლეთის ზღვისკენ; ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება.
- მეორე სთვლისაება 11:24ყოველი ადგილი, სადაც კი დაიდგმება თქვენი ტერფი, თქვენი იქნება - უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, ევფრატის მდინარიდან უკანა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი.
- ამოსი 4:10შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს ყრმებს, როცა თქვენს ცხენებს ვიტაცებდი და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულჰართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
- ესაია 34:3მათი დახოცილები გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს აუშვებენ და მთები დალბებიან მათი სისხლისგან.
- ეზექიელი 47:18აღმოსავლეთის მხრიდან ხავრანსა და დამასკოს შორის, და გალაადსა და ისრაელს შორის - იორდანე; ჩრდილოეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის ზღვამდე გადაზომე. ეს იქნება აღმოსავლეთის მხარე.
- გამოსვლა 10:19შემოაქცია უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი და წაიღო ქარმა კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. ერთი კალიაც არ დარჩენილა ეგვიპტის მხარეში.
- იერემია 1:14მითხრა უფალმა: ჩრდილოეთიდან დაატყდება თავს უბედურება ქვეყნის ყველა მკვიდრს.
- იერემია 1:15რადგან, აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოთა ყველა ტომს, ამბობს უფალი, მოვლენ და თითოეული ტახტს დაიდგამს იერუსალიმის კარიბჭეებთან, მის ყველა კედელთან ირგვლივ და იუდას ყველა ქალაქში.
განაგრძე კითხვა: იოელი 2
სრულად წაიკითხე: იოელი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში