
იოელი 2:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხით ამით; სასირცხოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში.
იოელი 2:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 მარტი, 2027, რძის უარყოფის ოთხშაბათი (მეექვსე ჟამი).
იოელი 2:19 კონტექსტში
2:17ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, შენი ერი! ნუ გახდი სასირცხვოოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა, სად არისო მათი ღმერთი?
2:18გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს.
2:19მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხით ამით; სასირცხოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში.
2:20ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს - აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი.
2:21ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა.
პარალელური ადგილები: იოელი 2:19
- ეზექიელი 34:29აღვუდგენ სახელად ნერგს და აღარ გაწყდებიან შიმშილით ამქვეყნად; აღარ ექნებათ დასათმენი შეურაცხყოფა ხალხებისგან.
- ეზექიელი 36:15აღარ მოგასმენინებ შეურაცხყოფას ხალხებისგან და აღარ გექნება მოსათმენი ლანძღვა-თრევა ტომებისგან, აღარ წააფორხილებ შენს ხალხს, ამბობს უფალი ღმერთი.
- იერემია 31:12მოვლენ და ზეიმს გამართავენ სიონის მაღლობზე; გაეშურებიან უფლის დოვლათისკენ - ხორბლისკენ, ღვინისკეხ, ზეთისკენ და ცხვარ-ძროხისკენ. თავად მორწყულ ბაღს დაემსგავსებიან და არ დაჭკნებინ არასოდეს.
- იოელი 2:24აივსება ბეღლები ხორბლით და გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით.
- ანგეა 2:16მივიდოდნენ ოცძნიან ზვინთან და აღმოჩნდებოდა ათი. მივიდოდნენ საწნახელთან ორმოცდაათი საწყაულის ამოსახაპავად და აღმოჩნდებოდა ოცი.
- ანგეა 2:19თუღა დარჩა ბეღელში თესლი? აქამდე არ გამოუღია ნაყოფი ვენახს, ლეღვს, ბროწეულს და ზეთისხილს. ამიერიდან კი ვაკურთხებ.
- ესაია 62:8დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და მკლავი თავის ძლიერების. თუ მივცე კვლავ ხორბალი საზრდოდ შენს მტრებს და თუ შესვან უცხოთა შვილებმა შენი ღვინო, შენი ჭირნახული!
- ესაია 62:9რადგან მისი მომკალნი თავად შეჭამენ მას და იტყვიან უფლის ქებას; მისი მკრეფელნი თავად შესვამენ ჩემი საწმიდარის ეზოებში.
განაგრძე კითხვა: იოელი 2
სრულად წაიკითხე: იოელი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში