გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იოელი 2:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იოელი 2:24

აივსება ბეღლები ხორბლით და გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით.

იოელი 2:24 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 10 მარტი, 2027, რძის უარყოფის ოთხშაბათი (მეექვსე ჟამი).

იოელი 2:24 კონტექსტში

2:22ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს.

2:23სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად.

2:24აივსება ბეღლები ხორბლით და გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით.

2:25აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ - ჩემმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ.

2:26ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ უფლის, თქვენი ღვთის სახელი, რომელიც საკვირველად გექცევათ, და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.

პარალელური ადგილები: იოელი 2:24

განაგრძე კითხვა: იოელი 2

სრულად წაიკითხე: იოელი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში