
იოელი 2:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად.
იოელი 2:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 მარტი, 2027, რძის უარყოფის ოთხშაბათი (მეექვსე ჟამი).
იოელი 2:23 კონტექსტში
2:21ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა.
2:22ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს.
2:23სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად.
2:24აივსება ბეღლები ხორბლით და გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით.
2:25აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ - ჩემმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ.
პარალელური ადგილები: იოელი 2:23
- იაკობის ეპისტოლე 5:7მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს.
- იაკობის ეპისტოლე 5:8თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა.
- ფილიპელთა მიმართ 4:4მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.
- ლევიანი 26:4თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს.
- ოსეა 6:3შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.
- მეორე სთვლისაება 11:14დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, გაზაფხულის და შემოდგომის წვიმას, მოიწევ ხორბალს, ღვინოს და ზეთს.
- ესაია 12:2აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
- ესაია 12:6იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
განაგრძე კითხვა: იოელი 2
სრულად წაიკითხე: იოელი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში