
იოელი 2:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იოელი 2:6 კონტექსტში
2:4ცხენების რემას ჰგვანან და მხედრებივით მიჰქრიან;
2:5ეტლებივით მიგრიალებენ მთათა მწვერვალებზე. ჩალის მჭამელი ცეცხლის ალივით გრიალებენ, როგორც ძლიერი ხალხი, საბრძოლოდ დარაზმული.
2:6მის წინაშე ძრწიან ხალხები, ყველას ფერი მისდის.
2:7ფალავნებივით დარბიან, მეომრებივით ადიან გალავანზე და თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდებიან გზაში.
2:8ერთმანეთს არ ეხლებიან, თითოეული თავის ბილიკზე მიდის; შუბებზე ეცემიან, მაინც არ იხევენ უკან.
პარალელური ადგილები: იოელი 2:6
- ნაუმი 2:10გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ.
- ესაია 13:8შიშისზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს, მშობიარე ქალივით იტანჯებიან, გაოგნებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს, სახეზე ცეცხლი ეკიდებათ.
- იერემია 30:6იკითხეთ, მიიხედ-მოიხედეთ, თუ შობს მამაკაცი? რატომღა ვხედავ, რომ წელზე უჭირავს ხელები ყოველ ვაჟკაცს მშობიარე ქალივით და ყველას მწვანე ფერი დასდებია სახეზე?
- გლოვა იერემიასი 4:8ახლა კი ნახშირის უშავესია მათი სახე, ვერავინ იცნობს მათ ქუჩაში; ძვლებს ეკვრის მათი კანი, ხესავით არის გამომშრალი.
- იერემია 8:21ჩემი ასულის, ჩემი ერის უბედურებამ გამაუბედურა, დავნაღვლიანდი, შიშმა შემიპყრო.
- ფსალმუნები 119:83ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.
განაგრძე კითხვა: იოელი 2
სრულად წაიკითხე: იოელი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში