
გლოვა იერემიასი 4:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა კი ნახშირის უშავესია მათი სახე, ვერავინ იცნობს მათ ქუჩაში; ძვლებს ეკვრის მათი კანი, ხესავით არის გამომშრალი.
გლოვა იერემიასი 4:8 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 4:8 კონტექსტში
4:6ჩემი ერის ასულის ბრალი აღემატა სოდომის ცოდვას, წამში რომ დაიქცა და ვერა ხელმა ვერ დაიხსნა.
4:7მათი მთავრები თოვლზე სპეტაკები იყვნენ, რძეზე თეთრები, მათი ტანი ბადახშზე წითელი, მათი გამოხედვა - საფირონი.
4:8ახლა კი ნახშირის უშავესია მათი სახე, ვერავინ იცნობს მათ ქუჩაში; ძვლებს ეკვრის მათი კანი, ხესავით არის გამომშრალი.
4:9ხმლით გაწყვეტილნი უფრო ბედნიერნი არიან, ვიდრე შიმშილით გაწყვეტილნი, რომლებიც დაილივნენ მინდვრის საკვებს მოკლებულნი.
4:10გულმოწყალე ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს.
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 4:8
- ფსალმუნები 102:3რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.
- ფსალმუნები 102:5ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.
- გლოვა იერემიასი 5:10თონესავით გვიხურს კანი, შიმშილის ხვატისგან.
- იობი 30:30კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს ძვლები;
- ფსალმუნები 119:83ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.
- იობი 19:20ტყავში და ხორცში ჩამილპა ძვლები, კბილების ტყავიღა შემრჩა.
- იობი 2:12შორიდან გახედეს და ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ატირდნენ. შემოიხია თითოეულმა თავისი მოსასხამი და თავს ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს.
- იოელი 2:6მის წინაშე ძრწიან ხალხები, ყველას ფერი მისდის.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 4
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში