გადასვლა შინაარსზე
ჯვარცმის ხატი, დიონისი, 1500: ქრისტე ჯვარზე ღვთისმშობელსა და იოანეს შორის
ჯვარცმა, დიონისი, 1500. ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. საჯარო დომენი.

იოანე 1:26, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

იოანე 1:26

მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენ შორის დგას იგი, ვისაც არ იცნობთ.

იოანე 1:26 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 3 მაისი, 2027, ბრწყინვალე ორშაბათი (სახარება).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 1:26

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “იოანე წინამორბედი არც ახლა რისხდება და არც საყვედურობს, თუმცა, რა თქმა უნდა, სრული უფლება ჰქონდა ეთქვა: ‘თქვენ მიბრძანებთ და მასწავლით ჭკუას?’ არა, კვლავ სიმდაბლესა და სიმშვიდეს ავლენს. ‘მე წყლით ნათელს ვცემ, ამბობს ის, ხოლო თქვენს შორის დგას, ვინც არ იცით. ის არის ჩემს უკან მომავალი, მაგრამ ჩემზე უწინარესი. მე მისი ფეხსაცმლის თასმის გახსნის ღირსიც კი არ ვარ’.”

    მთელი განმარტება

    იოანე წინამორბედი არც ახლა რისხდება და არც საყვედურობს, თუმცა, რა თქმა უნდა, სრული უფლება ჰქონდა ეთქვა: “თქვენ მიბრძანებთ და მასწავლით ჭკუას?” არა, კვლავ სიმდაბლესა და სიმშვიდეს ავლენს. “მე წყლით ნათელს ვცემ, ამბობს ის, ხოლო თქვენს შორის დგას, ვინც არ იცით. ის არის ჩემს უკან მომავალი, მაგრამ ჩემზე უწინარესი. მე მისი ფეხსაცმლის თასმის გახსნის ღირსიც კი არ ვარ”.

    რა უნდა ეთქვათ ამაზე იუდეველებს? ეს ხომ უტყუარი ბრალდება იყო, სასტიკი განაჩენი, საკუთარი თავისთვის რომ გამოიტანეს. როგორ? იოანე მათ თვალში ყოველგვარი ნდობის ღირსი იყო, იმდენად მართალი, რომ არა მხოლოდ სხვებზე მის სიტყვებს ენდობოდნენ, არამედ საკუთარ თავზე ნათქვამსაც. სხვაგვარად ხომ არ გამოგზავნიდნენ მასთან კითხვების დასასმელად? ჩვენ ხომ მხოლოდ იმათ ვენდობით, როდესაც საკუთარ თავზე საუბრობენ, ვინც ჭეშმარიტად მიგვაჩნია.

    მაგრამ მხოლოდ ეს როდი აჩუმებდა მათ. ის განწყობაც, რომლითაც იოანეს მიმართეს. თავიდან ხომ გულმოდგინედ მივიდნენ მასთან, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს. სწორედ ამაზე მიუთითებდა ქრისტე, როდესაც ამბობდა: “ის იყო ლამპარი, რომელიც ენთო და ანათებდა, თქვენ კი ცოტა ხნით გინდოდათ მისი ნათლით გახარებოდით” (იოან. 5:35).

    იოანეს პასუხმა კიდევ უფრო ცხადყო, რომ იგი ნდობის ღირსი იყო. ვინც საკუთარ დიდებას არ ეძებს, ჭეშმარიტია და მასში სიცრუე არ არის (იოან. 7:18). იოანე კი არ ეძებდა დიდებას, არამედ სხვას მიუთითებდა. ამასთან, გამოგზავნილები სანდო და პატივდებული ადამიანები იყვნენ, ასე რომ, ურწმუნოებისთვის თავის მართლების არანაირი საშუალება არ რჩებოდათ.

    რატომ არ მიიღეთ იოანეს სიტყვები ქრისტეზე? თქვენმა უხუცესებმა გამოგზავნეს ისინი, მათ მეშვეობით ჰკითხეთ იოანეს და მოისმინეთ მისი პასუხი. მათ მთელი გულმოდგინება და ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეს, მიუთითეს ყველა იმ პიროვნებაზე, ვისშიც თქვენ მას ვარაუდობდით. იოანემ კი სრული თავისუფლებით აღიარა, რომ არც ქრისტე იყო, არც ელია და არც წინასწარმეტყველი. ამით არ დაკმაყოფილებულა და თქვა, თუ ვინ იყო თვითონ, ისაუბრა თავისი ნათლობის არსზე. Იგი უმნიშვნელო და არასრულყოფილი იყო, რომ მასში მხოლოდ წყალი იყო, რითაც ქრისტეს მიერ ბოძებული ნათლობის უპირატესობა გამოავლინა. დავით წინასწარმეტყველის სიტყვებიც გაიხსენა, სადაც ერთი უფლად იყო წოდებული, მეორე კი მის მსახურად და მონად.

    ამის შემდეგ რა უნდა ექნათ? უნდა ერწმუნათ ის, ვისზეც იოანე მოწმობდა, თაყვანი ეცათ მისთვის და ეღიარებინათ იგი ღმერთად. ის, რომ იოანეს მოწმობა ჭეშმარიტი იყო და არა მაამებლური, მოწმის ზნეობამ და სიბრძნემ ცხადყო. განა შესაძლებელია, ვინმემ საკუთარ თავს მოყვასი ამჯობინოს და როდესაც თვითონ შეუძლია პატივის მიღება, სხვას დაუთმოს იგი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ასეთ დიდ პატივს ეხება? ამიტომ, იოანე ასეთ მოწმობას არ მისცემდა ქრისტეზე, ღმერთი რომ არ ყოფილიყო. თუკი თავის თავს ჩამოიშორებდა ამ პატივს, როგორც მის ბუნებაზე აღმატებულს, ცხადია, მას სხვაზე, უფრო დაბალ არსებაზე არ მიაწერდა.

    “თქვენს შორის დგას, ვინც არ იცით”. ეს იმიტომ თქვა, რომ ქრისტე უბრალო ადამიანებივით ერეოდა ხალხში და ყოველთვის ქედმაღლობისა და ამაოების წინააღმდეგ ქადაგებდა. ცოდნაში კი იოანე გულისხმობდა ზუსტ ცოდნას იმის შესახებ, თუ ვინ იყო ის და საიდან მოვიდა.

  2. აპოლინარი ლაოდიკიელი4 საუკუნე
  3. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  4. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  5. გრიგოლი დიდი6 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  8. გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე
  9. ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე
  10. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  11. ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
  12. ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იოანე 1:26 კონტექსტში

1:24ხოლო წარმოგზავნილნი ფარისეველთაგანნი იყვნენ.

1:25და ჰკითხეს მას: მაშ, რატომ სცემ ნათელს, თუკი არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც წინასწარმეტყველი?

1:26მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენ შორის დგას იგი, ვისაც არ იცნობთ.

1:27ის არის ჩემ შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო; და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევუხსნა ხამლის საკვრელი.

1:28ეს ხდებოდა ბეთაბარაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათელს სცემდა იოანე.

პარალელური ადგილები: იოანე 1:26

განაგრძე კითხვა: იოანე 1

სრულად წაიკითხე: იოანე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში