
იოანე 1:43, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
იოანე 1:43 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის ორშაბათი (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 1:43
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘ყოველგვარი გულმოდგინება სიუხვეს შობს’, გვასწავლის იგავების წიგნი. ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კიდევ უფრო მეტს გვეუბნება: ‘მძებნელი ჰპოვებს’. მაშასადამე, დიდად მიკვირს, თუ როგორ მიჰყვა ფილიპე ქრისტეს. ანდრია მოციქული იოანე ნათლისმცემლისგან ქრისტეს შესახებ გაგონების შემდეგ გაჰყვა უფალს, პეტრე კი, ანდრიასგან. ფილიპეს კი არავისგან არაფერი სმენოდა მაცხოვრის შესახებ, მაგრამ როგორც კი ქრისტემ უთხრა: ‘გამომყევი მე’, ფილიპე მაშინვე დაემორჩილა მას. არა თუ არ მიატოვა, არამედ სხვებისთვისაც იქცა მის მქადაგებლად.”
მთელი განმარტება
“ყოველგვარი გულმოდგინება სიუხვეს შობს”, გვასწავლის იგავების წიგნი. ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კიდევ უფრო მეტს გვეუბნება: “მძებნელი ჰპოვებს”. მაშასადამე, დიდად მიკვირს, თუ როგორ მიჰყვა ფილიპე ქრისტეს. ანდრია მოციქული იოანე ნათლისმცემლისგან ქრისტეს შესახებ გაგონების შემდეგ გაჰყვა უფალს, პეტრე კი, ანდრიასგან. ფილიპეს კი არავისგან არაფერი სმენოდა მაცხოვრის შესახებ, მაგრამ როგორც კი ქრისტემ უთხრა: “გამომყევი მე”, ფილიპე მაშინვე დაემორჩილა მას. არა თუ არ მიატოვა, არამედ სხვებისთვისაც იქცა მის მქადაგებლად.
ნახეთ, რა გულმოდგინე იყო ფილიპე მოციქული.
იგი ნათანაელისკენ გაეშურა და უთხრა: “ჩვენ ვიპოვეთ ის, ვისზეც მოსე წერდა რჯულში და წინასწარმეტყველნი” (იოან. 1:45). ხედავთ, რაოდენ წუხდა მისი სული, რამდენად ხშირად ფიქრობდა მოსეს მიერ დაწერილზე და როგორ მოელოდა ქრისტეს მოსვლას? სიტყვა “ვიპოვეთ” იმაზე მიუთითებს, რომ ისინი გამუდმებით ეძებდნენ.
უფალი არავის უხმობს თავისთან მანამ, სანამ ვინმე თავად არ შეუერთდება მას. ამას კი არა უბრალოდ, არამედ მისთვის დამახასიათებელი სიბრძნითა და გონიერებით აკეთებს. თუკი არავინ მივიდოდა მასთან ნებით, არამედ თავად მიიზიდავდა ყველას, შესაძლოა, შემდეგ მიეტოვებინათ იგი. მაგრამ რაკი თავად გადაწყვიტეს ეს, ამიტომაც დარჩნენ მტკიცენი თავიანთ განზრახვაში.
ფილიპეს კი იგი მოუხმობს, როგორც მისთვის სხვებზე უფრო ცნობილ ადამიანს. გალილეაში დაბადებული და აღზრდილი ფილიპე, რა თქმა უნდა, სხვებზე უკეთ იცნობდა ქრისტეს. ამრიგად, ერთი მოწაფეების შეძენის შემდეგ, ქრისტე სხვების დასაჭერად მიდის და თავისკენ მიიზიდავს ფილიპესა და ნათანაელს.
შესაძლოა, ფილიპე ქრისტეს პეტრეს თანმხლებლების დანახვისა და იოანესგან (ქრისტეს შესახებ) გაგონების შემდეგ გაჰყვა. სავარაუდოა ისიც, რომ ქრისტეს ხმამ მასზე თავისი გავლენა მოახდინა. უფალმა იცოდა, ვინ იქნებოდა მისთვის გამოსადეგი. მაგრამ მახარებელი ამ ყველაფერს გამოტოვებს. ფილიპემ იცოდა, რომ ქრისტე უნდა მოსულიყო, მაგრამ ის კი არ იცოდა, რომ ქრისტე იესო იყო. ვფიქრობ, ეს მან პეტრესგან ან იოანესგან გაიგო.
მაშასადამე, ერთი მოწაფეების შეძენის შემდეგ, ქრისტე სხვების დასაჭერად მიდის და თავისკენ მიიზიდავს ფილიპესა და ნათანაელს. ნათანაელის ქრისტესკენ მოქცევა იმდენად გასაკვირი არ არის, რამდენადაც პეტრესი, იაკობისა და ფილიპესი. იესოს შესახებ ხმა მთელს სირიაში იყო გავრცელებული (მათ. 4:24). ისინი იმიტომ კი არ იყვნენ გასაკვირნი, რომ იესო ქრისტეს სასწაულების ხილვამდე ირწმუნეს, არამედ იმიტომ. Გალილეელები იყვნენ, საიდანაც არც ერთი წინასწარმეტყველი არ გამოსულა და არც არაფერი კარგი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან გალილეელები გაუნათლებელი, ველური და უხეში ხალხი იყო. ამასობაში ქრისტემ თავისი ძალა აქაც გამოავლინა და მიწიდან, რომელსაც არანაირი ნაყოფი არ გამოჰქონდა, უღირსეული მოწაფეები ამოირჩია.
კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 1:43 კონტექსტში
1:41რომელმაც ყველაზე უმალ თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა მას: ვპოვეთ მესია (რაც თარგმანით ნიშნავს: ქრისტე);
1:42და იესოსთან მიიყვანა იგი. ხოლო იესომ შეხედა მას და უთხრა: შენა ხარ სიმონი, იონას ძე: ამიერიდან იწოდები კეფად (რაც თარგმანით ნიშნავს: კლდე).
1:43მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
1:44ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე.
1:45მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.
პარალელური ადგილები: იოანე 1:43
- იოანე 14:8ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.
- ესაია 65:1მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი.
- მათეს სახარება 9:9იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა.
- მათეს სახარება 4:18და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.
- მათეს სახარება 4:21იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ.
- იოანე 12:21მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.
- იოანეს ეპისტოლე ა 4:19ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.
- იოანე 6:5გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ?
განაგრძე კითხვა: იოანე 1
სრულად წაიკითხე: იოანე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





