გადასვლა შინაარსზე
ჯვარცმის ხატი, დიონისი, 1500: ქრისტე ჯვარზე ღვთისმშობელსა და იოანეს შორის
ჯვარცმა, დიონისი, 1500. ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. საჯარო დომენი.

იოანე 6:5, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

11 interpreters აპლიკაციაში

იოანე 6:5

გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ?

იოანე 6:5 · საქართველოს საპატრიარქო

მოკლე პასუხი

(იოან. 6:5). ასევე ძველ აღთქმაში ღმერთი ეუბნებოდა მოსეს (და სასწაული არ მოუხდენია, სანამ არ ჰკითხა): “რაჲ არს ჴელთა შენთა?”

იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე

ეკლესიაში საკითხავი: 2 ივნისი, 2027, ოთხშაბათი: აღდგომის 5 კვირა (სახარება).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 6:5

11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “(გამოს. 4:2). მოულოდნელად მომხდარი არაჩვეულებრივი მოვლენები ხშირად აბნევს ადამიანებს და აავიწყებს წინარე გარემოებებს. ამიტომაც ღმერთმა წინასწარ შეაკავშირა მოსე საკუთარი მდგომარეობის აღიარებით, რათა მას, გაოცებულს, არ დავიწყებოდა ის, რაც თავად აღიარა და ამგვარად, ერთის მეორესთან შედარებით, შეეცნო სასწაულის სიდიადე. იგივე ხდება აქაც.”

    მთელი განმარტება

    და აღიხილნა თუალნი იესუ და იხილა სიმრავლე დიდი მოწევნული მისსა. მახარებელი ამით იმას გვიჩვენებს, რომ უფალი არასოდეს უსაქმოდ არ მჯდარა მოწაფეებთან, არამედ ყოველთვის ასწავლიდა მათ, ალბათ განსაკუთრებული გულმოდგინებით, და იზიდავდა თავისკენ. რაოდენ ზრუნავდა მათზე, რაოდენ თვინიერად და შემწყნარებლად ეპყრობოდა! ისინი, მასთან მსხდომნი, ალბათ ერთმანეთს უმზერდნენ. შემდგომ, უფალმა იხილა მისკენ მომავალი ხალხი.

    სხვა მახარებლები ამბობენ, რომ მოწაფეები მიუახლოვდნენ მას და ევედრებოდნენ, არ გაეშვა ხალხი მშიერი (მათ. 14:15; ლუკ. 9:12), იოანე კი აღნიშნავს, რომ ქრისტემ ფილიპეს ჰკითხა ამის შესახებ. ვფიქრობ, ორივე სწორია, უბრალოდ ეს ამბები სხვადასხვა დროს მოხდა, ამიტომაც არის გადმოცემული სხვადასხვანაირად.

    მაგრამ რატომ ეკითხება უფალი ამას ფილიპეს? იმიტომ, რომ იცოდა, რომელ მოწაფეს უფრო მეტად სჭირდებოდა სწავლება. ეს ხომ სწორედ ის ფილიპეა, რომელმაც მოგვიანებით თქვა: “მაჩუენე ჩუენ მამაჲ და კმა არს ჩუენდა” (იოან. 14:8). ამიტომაც ქრისტე წინასწარ ასწავლის მას. სასწაული რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომხდარიყო, ისეთი საოცარი არ იქნებოდა. ახლა კი ქრისტე წინასწარ აღძრავს ფილიპეს, აღიაროს, რომ საკვები მწირია, რათა მან, გააცნობიეროს რაოდენ მცირე იყო იგი, უკეთ ჩასწვდეს მომავალი სასწაულის სიდიადეს.

    აი, რას ეუბნება ქრისტე ფილიპეს: “სადა ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამან?” (იოან. 6:5). ასევე ძველ აღთქმაში ღმერთი ეუბნებოდა მოსეს (და სასწაული არ მოუხდენია, სანამ არ ჰკითხა): “რაჲ არს ჴელთა შენთა?” (გამოს. 4:2). მოულოდნელად მომხდარი არაჩვეულებრივი მოვლენები ხშირად აბნევს ადამიანებს და აავიწყებს წინარე გარემოებებს. ამიტომაც ღმერთმა წინასწარ შეაკავშირა მოსე საკუთარი მდგომარეობის აღიარებით, რათა მას, გაოცებულს, არ დავიწყებოდა ის, რაც თავად აღიარა და ამგვარად, ერთის მეორესთან შედარებით, შეეცნო სასწაულის სიდიადე. იგივე ხდება აქაც.

  2. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  3. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  6. ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე
  7. ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე
  8. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  9. ნიკოლაი ალექსანდროვი19 საუკუნე
  10. ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
  11. ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე

1 / 11

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იოანე 6:5 კონტექსტში

6:3ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად.

6:4ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული.

6:5გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ?

6:6ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა ექნა.

6:7ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ.

პარალელური ადგილები: იოანე 6:5

განაგრძე კითხვა: იოანე 6

სრულად წაიკითხე: იოანე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში