
იოანე 1:51, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.
იოანე 1:51 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის ორშაბათი (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 1:51
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “აჰა, ქრისტე ავსებს იმას, რაც აკლდა ნათანაელს. რას ეუბნება იგი? ‘ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ ცას გახსნილს და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და გარდამავალთ ძის კაცისასა ზედა’ (იოან. 1:51).”
მთელი განმარტება
აჰა, ქრისტე ავსებს იმას, რაც აკლდა ნათანაელს. რას ეუბნება იგი? “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ ცას გახსნილს და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და გარდამავალთ ძის კაცისასა ზედა” (იოან. 1:51).
ხედავთ, როგორ აჰყავს ქრისტეს ნათანაელი მიწიდან ზეცად, როგორ არიდებს მას უბრალო ადამიანად წარმოდგენას? განა შეიძლება უბრალო ადამიანი იყოს ის, ვისაც ანგელოზები ემსახურებიან და ვისთვისაც ისინი აღმოვლენ და გარდამოვლენ? ამიტომაც უთხრა მას: “ამაზე დიდს იხილავ”. და განმარტა, რომ ეს ანგელოზთა მსახურებაზე მიანიშნებდა.
ნათანაელს ეჩვენა, რომ მნიშვნელოვანი იყო, ქრისტემ ლეღვის ქვეშ რომ დაინახა იგი ფილიპესთან მისვლამდე. ამის გამო აღიარა ის ისრაელის მეფედ. რას იტყოდა, როდესაც იხილავდა ანგელოზებს, რომლებიც მისთვის აღმოვლენ და გარდამოვლენ? ამ სიტყვებით ქრისტე მას ანგელოზთა უფლად აღიარებას შთააგონებდა. როგორც ჭეშმარიტ მეუფის ძეს, ქრისტესთან აღმოვლენ და გარდამოვლენ მეუფის მსახურნი, ვნების ჟამს, აღდგომისას და ამაღლებისას. მანამდეც მსახურებდნენ მას, როდესაც ახარებდნენ მის შობას, როდესაც გაჰყვიროდნენ: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა” (ლუკ. 2:14), როდესაც მარიამთან და იოსებთან მიდიოდნენ.
ქრისტე ამ შემთხვევაშიც ისევე იქცევა, როგორც სხვა მრავალში. იგი ორ წინასწარმეტყველებას წარმოთქვამს და ერთის ჭეშმარიტება მაშინვე ცხადი ხდება, მეორეს კი, რომელიც მომავალს ეხება, აწმყოთივე ადასტურებს. ერთი, უკვე დამტკიცებული, ის არის, რომ “ვიდრე ფილიპე გიხმობდა, გიხილე შენ ლეღვის ქვეშე”. მეორე კი მომავალში უნდა აღსრულებულიყო, ნაწილობრივ კი იმ დროსაც სრულდებოდა, ანგელოზთა აღმოსვლა და გარდამოსვლა, როგორც მის ვნებებში, აღდგომასა და ამაღლებაში. ამაში ჯერ კიდევ მომხდარამდე არწმუნებდა იმით, რაც აწმყოზე თქვა. ვინც წარსულიდან შეიცნო მისი ძლიერება, მას, მომავლის შესახებაც რომ მოისმინოს, უფრო გაუადვილდება მომავლის წინასწარმეტყველების მიღება.
ხოლო ნათანაელმა რა უპასუხა ამაზე? არაფერი. ამიტომაც დაასრულა ქრისტემ მასთან საუბარი, რათა თავად დაფიქრებულიყო ნათქვამზე და არ ისურვა ყველაფერი ერთბაშად ეთქვა. ნაყოფიერ მიწაზე დათესა თესლი და საშუალება მისცა, თავად აღმოეცენებინა ნაყოფი თავის დროზე. ეს სხვა ადგილას ასე გამოხატა: “მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცისა, რომელმან დათესა თესლი კეთილი ყანასა თჳსსა. და ვითარ-იძინებდეს კაცთა, მოვიდა მტერი მისი და დათესა ღუარძლი შორის იფქლსა და წარვიდა” (მათ. 13:24, 25).
განა შეიძლება უბრალო ადამიანი იყოს ის, ვისაც ანგელოზები ემსახურებიან და ვისთვისაც ისინი აღმოვლენ და გარდამოვლენ? ამიტომაც უთხრა მას: “ამაზე დიდს იხილავ”. და განმარტა, რომ ეს ანგელოზთა მსახურებაზე მიანიშნებდა. ნათანაელს ეჩვენა, რომ მნიშვნელოვანი იყო, ქრისტემ ლეღვის ქვეშ რომ დაინახა იგი. რას იტყოდა, როდესაც იხილავდა ანგელოზებს, რომლებიც მისთვის აღმოვლენ და გარდამოვლენ? ამ სიტყვებით ქრისტე მას ანგელოზთა უფლად აღიარებას შთააგონებდა. როგორც ჭეშმარიტ მეუფის ძეს, ქრისტესთან აღმოვლენ და გარდამოვლენ მეუფის მსახურნი, ვნების ჟამს, აღდგომისას და ამაღლებისას. მანამდეც მსახურებდნენ მას (იხ. მათ. 4:11), როდესაც ახარებდნენ მის შობას, როდესაც გაჰყვიროდნენ: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა” (ლუკ. 2:14), როდესაც მარიამთან და იოსებთან მიდიოდნენ. ამაში ჯერ კიდევ მომხდარამდე არწმუნებდა იმით, რაც აწმყოზე თქვა. ვინც წარსულიდან შეიცნო მისი ძლიერება, მას, მომავლის შესახებაც რომ მოისმინოს, უფრო გაუადვილდება მომავლის წინასწარმეტყველების მიღება.
ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 1:51 კონტექსტში
1:49ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე.
1:50მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ.
1:51და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.
პარალელური ადგილები: იოანე 1:51
- შესაქმე 28:12ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე.
- მოციქულთა საქმენი 7:56მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს.
- ლუკას სახარება 22:43და მოევლინა ანგელოზი ზეცით, რომელიც განამტკიცებდა მას.
- მარკოზის სახარება 1:10წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე.
- ლუკას სახარება 2:13ანაზდად გაჩნდა ანგელოზთა ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:
- მათეს სახარება 16:27რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თითოეულს.
- მათეს სახარება 16:28ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში.
- მათეს სახარება 3:16და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხილა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე.
განაგრძე კითხვა: იოანე 1
სრულად წაიკითხე: იოანე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





