
იოანე 10:8, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.
იოანე 10:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-35 კვირის ორშაბათი (ცისკრის სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 10:8
13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
კლიმენტი ალექსანდრიელი2 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “აქ წინასწარმეტყველებზე როდი საუბრობს მაცხოვარი, როგორც ამას მწვალებლები ამტკიცებენ. განა წინასწარმეტყველთა სიტყვებს არ ისმენდნენ და მათი მეშვეობით არ ირწმუნეს ქრისტე ყველა, ვინც კი ირწმუნა? არამედ თევდასა და იუდაზე, სხვა ამბოხებულებზე მიუთითებს უფალი.”
მთელი განმარტება
აქ წინასწარმეტყველებზე როდი საუბრობს მაცხოვარი, როგორც ამას მწვალებლები ამტკიცებენ. განა წინასწარმეტყველთა სიტყვებს არ ისმენდნენ და მათი მეშვეობით არ ირწმუნეს ქრისტე ყველა, ვინც კი ირწმუნა? არამედ თევდასა და იუდაზე, სხვა ამბოხებულებზე მიუთითებს უფალი.
თანაც, სიტყვები: “არა ისმინნეს ცხოვარნი” ქებად არის თქმული. სადმე გინახავთ, რომ უფალს შეექოს ისინი, ვინც წინასწარმეტყველებს არ უსმენდა? პირიქით, ყველგან მკაცრად ამხელს და გმობს მათ. აქედან ცხადია, რომ გამოთქმა “არა ისმინნეს” სწორედ იმ ამბოხებულებს ეხება.
კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე ისიდორე პელუსიელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 13
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 10:8 კონტექსტში
10:6ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა.
10:7კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.
10:8ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.
10:9მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
10:10ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.
პარალელური ადგილები: იოანე 10:8
- ეზექიელი 34:2ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ მწყემსებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი. ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყესავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყესავდნენ მწყემსები?
- იერემია 23:1ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს, ამბობს უფალი.
- იოანე 10:1ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.
- მოციქულთა საქმენი 5:36ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა, დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მომხრეები გაიფანტნენ და არარად იქცნენ.
- ესაია 56:10დარაჯები ბრმები არიან ყველანი, უმეცრები არიან ყველანი; მუნჯი ძაღლები არიან, ყეფა არ შეუძლიათ, თვლემენ, ძირს ყრიან, ძილის მოყვარულნი.
- ესაია 56:12მოდით, ვიშოვი ღვინოს და დავთვრეთო სასმელით; დღესაც გვეყოფა და ხვალისთვისაც ბევრი დარჩებაო!
- იოანე 10:27ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.
- ეზექიელი 22:25შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველნი, ლომებივით ბრდღვინავენ, ნადავლს გლეჯენ და ცოცხლად ჭამენ; საუნჯესა და განძეულს იტაცებენ, ქვრივებს ამრავლებენ იქ.
განაგრძე კითხვა: იოანე 10
სრულად წაიკითხე: იოანე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





