
იოანე 11:38, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ.
იოანე 11:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 აპრილი, 2027, ლაზარეს შაბათი (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 11:38
13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “აჰა, მივიდა უფალი საფლავთან და კვლავ შეიკავა მწუხარება. რატომ აღნიშნავს მახარებელი ასე გულმოდგინედ და არაერთგზის, რომ იესო ტიროდა და მწუხარებას იკავებდა? იმისთვის, რომ იცოდე: ჭეშმარიტად შეიმოსა მან ჩვენი ბუნება.”
მთელი განმარტება
აჰა, მივიდა უფალი საფლავთან და კვლავ შეიკავა მწუხარება. რატომ აღნიშნავს მახარებელი ასე გულმოდგინედ და არაერთგზის, რომ იესო ტიროდა და მწუხარებას იკავებდა? იმისთვის, რომ იცოდე: ჭეშმარიტად შეიმოსა მან ჩვენი ბუნება.
ვინაიდან ეს მახარებელი, სხვებზე მეტად საუბრობს უფლის სიდიადეზე, ამიტომაც, მის ადამიანურ საქმეებზე უფრო თავმდაბლად მოგვითხრობს. უფლის სიკვდილზე არაფერი უთქვამს ისეთი, რაც სხვებმა თქვეს, რომ შეწუხებული იყო, რომ იტანჯებოდა. პირიქით, ის ამბობს, რომ მუხლებზე დაეცა (მეომრებს). რა გამოტოვა იქ, აქ შეავსო, როდესაც ტირილზე საუბრობს. თვით ქრისტეც, სიკვდილზე საუბრისას ამბობს: “ხელმწიფება მაქვს დადებისა მისისა” (იოან. 10:18) და არაფერს ამბობს დამამცირებელს.
ამიტომაც, ვნებებზე მოთხრობისას, მახარებლები მას უამრავ ადამიანურ თვისებას მიაწერენ, რითაც აჩვენებენ, რომ მისი განკაცება ჭეშმარიტია. მათე ამაში გვარწმუნებს, როდესაც მის სიკვდილისწინა ტანჯვაზე, შფოთსა და ოფლზე საუბრობს, ხოლო იოანე, ტირილზე მოგვითხრობს.
თუ ის ჩვენი ბუნებისა არ იქნებოდა, ნუთუ მწუხარება დაეუფლებოდა? თანაც არა ერთხელ, არამედ ორჯერ?
მაგრამ რას აკეთებს იესო? ის არანაირად არ იცავს თავს იუდეველთა ბრალდებებისგან. რატომ უნდა უარყო სიტყვებით ის, რასაც საქმე უმალვე უარყოფდა? ამასთან, ეს უარყოფა არც ისე მძიმე იყო და უფრო მეტად შეარცხვენდა მათ.
იუდეველთა თანდასწრებით აღებს საფლავს, რათა სასწაულის მაუწყებლებად აქციოს ისინი, ვინც მას დევნიდნენ.
ეფრემ ასური4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე პეტრე ქრისოლოგოსი5 საუკუნე ანდრია კრიტელი8 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 13
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 11:38 კონტექსტში
11:36იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი.
11:37ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო?
11:38ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ.
11:39იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ.
11:40უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი.
პარალელური ადგილები: იოანე 11:38
- იოანე 11:33როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა:
- მათეს სახარება 27:60და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა.
- შესაქმე 23:19ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყნად.
- ლუკას სახარება 24:2მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.
- იოანე 20:1ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი.
- ესაია 22:16აქ რა გესაქმება, აქ ვინა გყავს, აქ რომ ითხრი სამარეს? მაღალზე გაუჭრია საფლავი, კლდეში გამოუკვეთავს განსასვენებელი.
- მარკოზის სახარება 15:46ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს.
- მარკოზის სახარება 8:12მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას.
განაგრძე კითხვა: იოანე 11
სრულად წაიკითხე: იოანე 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





