
იოანე 11:49, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ
იოანე 11:49 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 ივნისი, 2027, აღდგომის მე-6 კვირის ორშაბათი (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 11:49
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘ხოლო ერთმან მათგანმან, კაიაფა, მღდელთმოძღვარმან წლისა მის, ჰრქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი’ (იოან. 11:49).”
მთელი განმარტება
“ხოლო ერთმან მათგანმან, კაიაფა, მღდელთმოძღვარმან წლისა მის, ჰრქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი” (იოან. 11:49).
კაიაფა, სხვებზე უფრო თავხედი, ამბობს ამას. იმათ ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდათ და მსჯელობდნენ (რადგან ამბობდნენ: “რა ვქმნეთ?”), ამან კი უტიფრად, ღიად და თავხედურად განაცხადა. რას ნიშნავს სიტყვები: “მღდელთმოძღვარმან წლისა მის”? იმას, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, ეს ღირსებაც გაუკუღმართდა მას შემდეგ, რაც საო თანამდებობები გაიყიდა. მღდელთმთავრობდნენ არა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, არამედ ერთი წელი.
თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, სული ჯერ კიდევ იმყოფებოდა მათში. მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ხელი აღმართეს ქრისტეზე, დატოვა მათ და გადავიდა მოციქულებზე. ეს აჩვენა ტაძრის კრეტსაბმელის გახევამ და ქრისტეს ხმამ, რომელმაც თქვა: “აჰა, დაეტეოს თქუენდა სახლი თქუენი ოჴრად” (მათ. 23:38).
იოსებ ფლავიუსიც, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ ცხოვრობდა, ამბობდა, რომ ზოგიერთმა ანგელოზმა, რომლებიც ჯერ კიდევ მათთან იმყოფებოდნენ მათი გამოსწორების მოლოდინში, დატოვა ისინი. სანამ ვენახი ჯერ კიდევ არსებობდა, ყველაფერი იყო, მაგრამ როგორც კი მათ მოკლეს მემკვიდრე, ყველაფერი შეიცვალა და ისინი დაიღუპნენ. ღმერთმა, წაართვა რა იუდეველებს, როგორც უმადურ შვილს, ნათელი სამოსელი, მისცა იგი კეთილ მსახურებს წარმართთაგან, ხოლო ისინი დატოვა გლახაკებად და შიშვლებად.
კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 11:49 კონტექსტში
11:47მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს.
11:48თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც.
11:49ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ
11:50და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს.
11:51ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის.
პარალელური ადგილები: იოანე 11:49
- იოანე 11:51ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის.
- იოანე 18:13და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.
- იოანე 18:14სწორედ ეს კაიაფა იყო, ვინც ურჩია იუდეველებს, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.
- მათეს სახარება 26:3მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე.
- ლუკას სახარება 3:2ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში.
- მოციქულთა საქმენი 4:6ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები, ვინც იყვნენ მღვდელმთავრის გვარიდან.
- იგავესნი 26:12თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
- კორინთელთა მიმართ ა 1:20სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
განაგრძე კითხვა: იოანე 11
სრულად წაიკითხე: იოანე 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





