
იოანე 20:19, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!
იოანე 20:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 3 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 31-ე კვირა (ცისკრის მეცხრე სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 20:19
13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მოციქულებს შეიძლებოდა არ ერწმუნათ დედაკაცებისთვის, ან თუ ერწმუნებოდნენ, დარდობდნენ, რომ ქრისტემ არ ინება მათი გამოჩენა, თუმცა გალილეაში გამოჩენას დაჰპირდა მათ. ამგვარი ფიქრებისგან რომ დაეცვა ისინი, უფალმა არ დააყოვნა არც ერთი დღე. აღუძრა რა მათ მისი ხილვის სურვილი, როგორც იმით, რომ უკვე იცოდნენ მისი აღდგომის შესახებ, ისევე დედაკაცების მონათხრობით, იმავე დღეს, საღამოს ჟამს. Უფლის ხილვის ვნება იწვოდა მათში და შიშისგან იყვნენ შეპყრობილნი, წარუდგა მათ, თანაც სასწაულებრივი გზით.”
მთელი განმარტება
მოციქულებს შეიძლებოდა არ ერწმუნათ დედაკაცებისთვის, ან თუ ერწმუნებოდნენ, დარდობდნენ, რომ ქრისტემ არ ინება მათი გამოჩენა, თუმცა გალილეაში გამოჩენას დაჰპირდა მათ. ამგვარი ფიქრებისგან რომ დაეცვა ისინი, უფალმა არ დააყოვნა არც ერთი დღე. აღუძრა რა მათ მისი ხილვის სურვილი, როგორც იმით, რომ უკვე იცოდნენ მისი აღდგომის შესახებ, ისევე დედაკაცების მონათხრობით, იმავე დღეს, საღამოს ჟამს. Უფლის ხილვის ვნება იწვოდა მათში და შიშისგან იყვნენ შეპყრობილნი, წარუდგა მათ, თანაც სასწაულებრივი გზით.
რატომ გამოეცხადა საღამოს? იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს იყვნენ ისინი, როგორც ჩანს, ყველაზე დიდ შიშში. მაგრამ აი, რა არის საკვირველი: როგორ არ შეაცბუნა ისინი იმან, რომ უფალი შევიდა დახშულ კარებში და უეცრად წარდგა მათ წინაშე? უეჭველია, ამის მიზეზი ის არის, რომ მარიამმა უკვე მოასწრო მათში ძლიერი რწმენის აღძვრა, თანაც უფალი მათ ნათელ და მშვიდ სახით გამოეცხადა. დღისით კი იმიტომ არ გამოეცხადა, რომ მოწაფეები ერთად შეკრებილიყვნენ, ვინაიდან ისინი დიდ შიშში იმყოფებოდნენ. ამიტომ უფალს არც კი დაუკაკუნებია კარზე, არამედ უეცრად დადგა მათ შორის, უჩვენა მათ ნეკნები და ხელები. Ამასთან ერთად ხმითაც დაამშვიდა მათი მღელვარე გონება და უთხრა: “მშვიდობა თქვენდა!” ანუ, ნუ შეძრწუნდებით. ამით მან გაახსენა მათ სიტყვები, ვნებამდე რომ წარმოთქვა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ” (იოან. 14:27), და კიდევ: “ჩემში იქონიეთ მშვიდობა; წუთისოფელში კი გასაჭირი გექნებათ” (იოან. 16:33).
ვინაიდან მათ შეურიგებელი ბრძოლა ჰქონდათ იუდეველებთან, უფალი ხშირად იმეორებს: “მშვიდობა თქვენდა!”, ამგვარად სთავაზობს რა ბრძოლის თანასწორ ნუგეშს. აი, რა იყო პირველი სიტყვა, რომელიც ქრისტემ აღდგომის შემდეგ წარმოთქვა. ამიტომაც ამბობს პავლე ყველგან: “მადლი თქვენდა და მშვიდობა!” დედაკაცებს უფალი ახარებს სიხარულს, ვინაიდან დედაკაცთა მოდგმა მწუხარებაში იყო და პირველი წყევლით მწუხარებისთვის იყო განწირული. ამგვარად, სრულიად ზომიერად, ქრისტე მამაკაცებს ახარებს მშვიდობას, ბრძოლის გამო, ხოლო დედაკაცებს, სიხარულს, მწუხარების გამო. გაანადგურა რა ყველაფერი, რაც მწუხარების საბაბი იყო, ქრისტე შემდგომ საუბრობს ჯვრის კეთილისმყოფელ შედეგებზე. ამგვარი შედეგი იყო მშვიდობა.
მარკოზ მოღვაწე4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე პეტრე ქრისოლოგოსი5 საუკუნე კეზარი არლელი6 საუკუნე გრიგოლი დიდი6 საუკუნე მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე
1 / 13
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 20:19 კონტექსტში
20:17უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან.
20:18მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
20:19ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!
20:20ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით.
20:21კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ.
პარალელური ადგილები: იოანე 20:19
- იოანე 20:26რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!
- იოანე 14:27მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება.
- იოანე 20:21კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ.
- ლუკას სახარება 24:36ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
- ლუკას სახარება 24:49და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით.
- ეფესელთა მიმართ 2:14რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი,
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:16თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
- იოანე 7:13თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე.
განაგრძე კითხვა: იოანე 20
სრულად წაიკითხე: იოანე 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში




