გადასვლა შინაარსზე
ჯვარცმის ხატი, დიონისი, 1500: ქრისტე ჯვარზე ღვთისმშობელსა და იოანეს შორის
ჯვარცმა, დიონისი, 1500. ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. საჯარო დომენი.

იოანე 21:23, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

13 interpreters აპლიკაციაში

იოანე 21:23

და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?

იოანე 21:23 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 17 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-33 კვირიაკე (ცისკრის მეთერთმეტე სახარება).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 21:23

13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. ტერტულიანე3 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ნუ იფიქრებ, რომ თქვენს ხვედრს ერთნაირად მოვაწყობ, ბრძანებს უფალი. ეს იმიტომ თქვა, რომ ახლა მათი ურთიერთსიყვარული დროული არ იყო. ვინაიდან მათ სამყაროზე ზრუნვა უნდა ეტვირთათ, ამიტომ ერთად ყოფნა აღარ შეეძლოთ, ეს ხომ მთელი სამყაროსთვის იქნებოდა საზიანო.”

    მთელი განმარტება

    ნუ იფიქრებ, რომ თქვენს ხვედრს ერთნაირად მოვაწყობ, ბრძანებს უფალი. ეს იმიტომ თქვა, რომ ახლა მათი ურთიერთსიყვარული დროული არ იყო. ვინაიდან მათ სამყაროზე ზრუნვა უნდა ეტვირთათ, ამიტომ ერთად ყოფნა აღარ შეეძლოთ, ეს ხომ მთელი სამყაროსთვის იქნებოდა საზიანო.

    სწორედ ამიტომ ეუბნება ქრისტე პეტრეს: შენ საქმე გაქვს მინდობილი, იზრუნე მასზე, აღასრულე იგი, დაითმინე და იღვაწე. რა მოხდება, თუ მე მსურს, რომ იოანე აქ დარჩეს? შენ შენს საქმეს მიხედე და მასზე იზრუნე.

    აქაც შეამჩნიე მახარებლის თავმდაბლობა. როდესაც მოწაფეების აზრზე საუბრობს, ასწორებს მას, რადგან მათ ვერ გაიგეს, თუ რა თქვა ქრისტემ. “არა თქუა იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდოდის მას დამკჳდრებად, შენ რაჲ”. (იოან. 21:22-23).

  3. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  4. ევსები კესარიელი4 საუკუნე
  5. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  6. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  7. ფოტი კონსტანტინოპოლელი9 საუკუნე
  8. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  9. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  10. ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე
  11. გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე
  12. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  13. ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე

1 / 13

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იოანე 21:23 კონტექსტში

21:21ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა?

21:22უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ.

21:23და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?

21:24ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.

21:25ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.

პარალელური ადგილები: იოანე 21:23

განაგრძე კითხვა: იოანე 21

სრულად წაიკითხე: იოანე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში