
იობი 33:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რატომ ედავები? ის ხომ პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე.
იობი 33:13 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 33:13 კონტექსტში
33:11ხუნდებში გამაყრევინა ფეხები, ჩემს ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებსო.
33:12აი, ამაში არა ხარ მართალი. მე გეუბნები, რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.
33:13რატომ ედავები? ის ხომ პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე.
33:14ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება.
33:15სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე,
პარალელური ადგილები: იობი 33:13
- იობი 40:2რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს.
- ესაია 45:9ვაი თავის გამჩენთან მოდავეს, ერთ ნამსხვრევს თიხის ნამსხვრევთაგან! თუ უთქვამს თიხას თავის გამომსახველისთვის: რას აკეთებო? და შენს ქმნილებას არა აქვსო ხელები?
- ეზექიელი 22:14თუ გაგიძლებს გული ან თუ შერჩება ძალა შენს ხელებს იმ დღეებში, როცა აღვიძრები შენ წინააღმდეგ? მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთებ.
- კორინთელთა მიმართ ა 10:22ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ?
- იობი 15:25რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
- იობი 15:26ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით
- ფსალმუნები 62:11ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა.
- მოციქულთა საქმენი 9:4მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?
განაგრძე კითხვა: იობი 33
სრულად წაიკითხე: იობი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში