
იოანე 5:23, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი.
იოანე 5:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 მაისი, 2027, ოთხშაბათი: აღდგომის 2 კვირა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 5:23
13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მაგრამ უფალი ამ სიტყვებზე არ ჩერდება და დასძენს: ‘ვინც არ სცემს პატივს ძეს, არც მამას სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი’. ხედავ, როგორ არის ძის პატივი მამის პატივთან დაკავშირებული? რას ნიშნავს ეს, იკითხავთ? განა ეს მოციქულებსაც არ ეხებათ? ‘ვინც თქვენ გიღებთ, მე მიღებს’, ბრძანებს უფალი (მათ. 10:40). მაგრამ იქ იგი ამას იმიტომ ამბობს, რომ თავის მონებთან დაკავშირებულ ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, ხოლო აქ იმიტომ, რომ მას მამასთან ერთი არსება და ერთი დიდება აქვს. თანაც, მოციქულებზე არ ამბობს: ‘თაყვანი ეცით მათ’.”
მთელი განმარტება
მაგრამ უფალი ამ სიტყვებზე არ ჩერდება და დასძენს: “ვინც არ სცემს პატივს ძეს, არც მამას სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი”. ხედავ, როგორ არის ძის პატივი მამის პატივთან დაკავშირებული? რას ნიშნავს ეს, იკითხავთ? განა ეს მოციქულებსაც არ ეხებათ? “ვინც თქვენ გიღებთ, მე მიღებს”, ბრძანებს უფალი (მათ. 10:40). მაგრამ იქ იგი ამას იმიტომ ამბობს, რომ თავის მონებთან დაკავშირებულ ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, ხოლო აქ იმიტომ, რომ მას მამასთან ერთი არსება და ერთი დიდება აქვს. თანაც, მოციქულებზე არ ამბობს: “თაყვანი ეცით მათ”.
კარგად ბრძანებს: “ვინც არ სცემს პატივს ძეს, არც მამას სცემს პატივს”. თუკი ორი მეფეა და ერთ-ერთ მათგანს შეურაცხყოფენ, ამით მეორესაც მიაყენებენ შეურაცხყოფას, განსაკუთრებით, თუ შეურაცხყოფილი მეფის ძეა. მეფე მაშინაც შეურაცხყოფილია, როდესაც მის საჭურველთმტვირთველს შეურაცხყოფენ, მაგრამ არა ისე და არა უშუალოდ, ხოლო აქ იგი თავისთავად შეურაცხყოფილია. ამიტომ აფრთხილებს ქრისტე სიტყვებით: “რათა ყველამ პატივი სცეს ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას”, რათა შემდეგ. Იტყვის: “ვინც არ სცემს პატივს ძეს, არც მამას სცემს პატივს”, გულისხმობდე ერთსა და იმავე პატივს. უბრალოდ კი არ ამბობს: “ვინც არ სცემს პატივს”, არამედ: “ვინც არ სცემს პატივს” ისე, როგორც მე ვთქვი, “არც მამას სცემს პატივს”.
მაგრამ როგორ შეიძლება, რომ გამომგზავნელი და გამოგზავნილი ერთი და იმავე არსებისა იყვნენ? კვლავ ადამიანურ ურთიერთობებში გადაგაქვს სიტყვა და ვერ ხვდები, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის არის ნათქვამი. Ჩვენც შევიცნოთ მიზეზი და საველიუსის სენით არ დავავადდეთ, რათა იუდეველთა უძლურებაც განიკურნოს ამ გზით და მათ იგი აღარ მიიჩნიონ ღვთის მოწინააღმდეგედ. ისინი ხომ ამბობდნენ: ის არ არის ღვთისგან, ის არ მოსულა ღვთისგან. ასეთი აზრის აღმოფხვრას კი უფრო მეტად მისი დამცირებული სიტყვები უწყობდა ხელს, ვიდრე ამაღლებული. აი, ამიტომაც ამბობდა იგი ხშირად სხვადასხვა ადგილას, რომ იგი “გამოგზავნილია”, არა იმისთვის, რომ ეს სიტყვა მისი მამის წინაშე დამცირებად მიგეღო, არამედ იუდეველთათვის პირის ამოსაკერად. ამიტომაც მიმართავს იგი ხშირად მამას, ამასთანავე საკუთარ ძალაუფლებასაც გამოხატავს.
უფალი რომ ყველაფერს საკუთარი ღვთაებრივი ღირსების შესაბამისად ამბობდეს საკუთარ თავზე, მის სიტყვებს არ მიიღებდნენ, რადგანაც მცირე მსგავსი გამოთქმებისთვისაც კი დევნიდნენ მას და ხშირად ქვებით მის ჩაქოლვას ცდილობდნენ. მეორე მხრივ, მათ რომ მორგებოდა და საკუთარ თავზე მხოლოდ თავმდაბლად ეთქვა, ეს შემდგომში ბევრისთვის საზიანო იქნებოდა. ამგვარად, იგი აზავებს და აფერადებს საკუთარ სწავლებას საკუთარ თავზე და თავმდაბალი გამოთქმებით, როგორც ვთქვი, პირს უკერავს მათ. Ღირსების შესაბამისი სიტყვებით გონიერებს აშორებს მისი გამოთქმების დამცირებულ გაგებას და აჩვენებს, რომ ასეთი გაგება სულაც არ შეჰფერის მას. გამოგზავნა ადგილის შეცვლას გამოხატავს, ღმერთი კი ყველგანმყოფია. მაშ, რატომ ამბობს საკუთარ თავზე: “გამოგზავნილი”? იგი გრძნობად გამოთქმას იყენებს, რათა მამასთან საკუთარი ერთსულოვნება აჩვენოს. იმავე მიზანს ემსახურება მისი შემდგომი სიტყვებიც: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვას და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე” (იოან. 5:24).
ილარიუსი პუატიელი4 საუკუნე ლაქტანციუსი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 13
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 5:23 კონტექსტში
5:21ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს.
5:22რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა.
5:23რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი.
5:24ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
5:25ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.
პარალელური ადგილები: იოანე 5:23
- იოანეს ეპისტოლე ა 2:23ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს.
- ლუკას სახარება 10:16თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს.
- იოანეს ეპისტოლე ბ 1:9ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც.
- მათეს სახარება 11:27ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
- იოანე 15:23ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
- იოანე 15:24რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც.
- იერემია 17:5ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს.
- იერემია 17:7კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.
განაგრძე კითხვა: იოანე 5
სრულად წაიკითხე: იოანე 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





