
იოანე 6:32, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს.
იოანე 6:32 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 მაისი, 2027, სამშაბათი: აღდგომის 3 კვირა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 6:32
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ქრისტეს შეეძლო ეთქვა: ‘მე მოვახდინე სასწაულები, მოსეს სასწაულებზე დიდიც, არ მჭირდებოდა არც კვერთხი და არც ლოცვა, არამედ ყოველივე ჩემით აღვასრულე. თუკი მანანას მახსენებთ, აჰა, მე მოგეცით პური.’ მაგრამ მაშინ არ იყო ამის თქმის დრო, რადგან ერთადერთი საზრუნავი მათი სულიერი საზრდოსკენ მიქცევა იყო.”
მთელი განმარტება
ქრისტეს შეეძლო ეთქვა: “მე მოვახდინე სასწაულები, მოსეს სასწაულებზე დიდიც, არ მჭირდებოდა არც კვერთხი და არც ლოცვა, არამედ ყოველივე ჩემით აღვასრულე. თუკი მანანას მახსენებთ, აჰა, მე მოგეცით პური.” მაგრამ მაშინ არ იყო ამის თქმის დრო, რადგან ერთადერთი საზრუნავი მათი სულიერი საზრდოსკენ მიქცევა იყო.
დააკვირდი, რა უსაზღვრო სიბრძნით პასუხობს მათ ქრისტე: “არა მოსე მომცემს თქუენ პურსა ზეცით, არამედ მამაჲ ჩემი მომცემს თქუენ პურსა ჭეშმარიტსა ზეცით” (იოან. 6:32). რატომ არ თქვა: “არა მოსემ მოგცათ, არამედ მე”, არამედ მოსეს ნაცვლად მიუთითა ღმერთზე, ხოლო მანანას ნაცვლად საკუთარ თავზე? იმიტომ, რომ მსმენელთა უძლურება დიდი იყო, როგორც ეს შემდგომში ჩანს. ამ სიტყვების წარმოთქმისას, მან არ შეაჩერა ისინი. თუმცა თავიდანვე თქვა: “მეძიებთ მე არა იმისათჳს, რამეთუ იხილეთ სასწაულები, არამედ იმისათჳს, რამეთუ სჭამეთ პური იგი და განძეხით” (იოან. 6:26), და შემდგომ სიტყვებშიც ასწორებდა მათ, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ისინი არ წყვეტდნენ პურის მოთხოვნას.
როდესაც ქრისტემ სამარიელ დედაკაცს წყლის მიცემა აღუთქვა, მამა არ უხსენებია. Უბრალოდ თქვა: “უკუეთუმცა იცოდე, ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: მომეც მე სუმად, შენმცა სთხოვე მას, და მანცა მოგცეს შენ წყალი ცხოველი” (იოან. 4:10), და კვლავ: “წყალი, რომელი მე მივსცე მას” (იოან. 4:14), მაგრამ არ მიუთითებს მამაზე. აქ კი მამას იხსენიებს, რათა გაიგო, რაოდენ დიდი იყო სამარიელი დედაკაცის რწმენა და რაოდენ დიდი იყო იუდეველთა უძლურება.
მაგრამ მანანა ხომ არ იყო ზეციდან? მაშ, როგორ არის ნათქვამი: “ზეცით”? ისევე, როგორც წერილი ამბობს: “მფრინველნი ცისანი” (ფს. 8:9), და კვლავ: “და ქუხდა ზეცით უფალი” (ფს. 17:14). ჭეშმარიტ პურად კი იმ პურს უწოდებს არა იმიტომ, რომ მანანას სასწაული ცრუ იყო, არამედ იმიტომ, რომ იგი სახე იყო და არა თავად ჭეშმარიტება. მოსეს ხსენებით კი, საკუთარი თავი მას არ დაუპირისპირებია, რადგან იუდეველებს ჯერ კიდევ არ ერჩივნათ იგი მოსესთვის, არამედ, პირიქით, მოსეზე უფრო მაღალი წარმოდგენა ჰქონდათ, ვიდრე მასზე. ამიტომ, თქვა რა: “არა მოსე მომცემს”, არ დაუმატა: “მე მოგცემთ”, არამედ ამის ნაცვლად თქვა: “მამაჲ მომცემს”.
ეფრემ ასური4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 6:32 კონტექსტში
6:30კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამოთ? მაინც რას მოიმოქმედებ?
6:31ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური.
6:32უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს.
6:33ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას.
პარალელური ადგილები: იოანე 6:32
- იოანე 6:58ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.
- გამოსვლა 16:4უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან, გამოვიდეს ხალხი და ყოველდღე აკრიფოს დღიური სამყოფი. უნდა გამოვცადო, მისდევს თუ არა ჩემს რჯულს.
- იოანე 15:1მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა.
- იოანე 6:50ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს.
- ფსალმუნები 78:23და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.
- იოანე 6:41ხოლო იუდეველები დრტვინავდნენ მის გამო, რადგანაც თქვა: მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით;
- იოანე 1:9იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად.
- გამოსვლა 16:8თქვა მოსემ: საღამოხანს ხორცს მოგცემთ საჭმელად და დილით პურს გაძღომამდე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით.
განაგრძე კითხვა: იოანე 6
სრულად წაიკითხე: იოანე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





