
ფსალმუნი 78:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.
ფსალმუნი 78:23 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:23 კონტექსტში
78:21ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა.
78:22რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.
78:23და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.
78:24და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.
78:25ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:23
- შესაქმე 7:11ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.
- მალაქია 3:10მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად.
- ესაია 5:6გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე.
- ფსალმუნები 33:9რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში