
იოანე 7:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგო ხალხმა და თქვა: ეშმაკეული ხარ; ვინ გეძებს მოსაკლავად?
იოანე 7:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 მაისი, 2027, ოთხშაბათი: აღდგომის 4 კვირა (სახარება).
იოანე 7:20 კონტექსტში
7:18ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია, და უსამართლობა არ არის მასში.
7:19განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არცერთი თქვენგანი არ იცავს რჯულს. რად მეძებთ მე მოსაკლავად?
7:20მიუგო ხალხმა და თქვა: ეშმაკეული ხარ; ვინ გეძებს მოსაკლავად?
7:21მიუგო იესომ და უთხრა მათ: ერთი საქმე ვქმენ და ყველას გიკვირთ.
7:22მოსემ მოგცათ წინადაცვეთა (თუმცა მოსემ კი არა, მამებმა მოგცეს) და შაბათ დღეს წინადაცვეთთ კაცს.
პარალელური ადგილები: იოანე 7:20
- იოანე 10:20ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას?
- იოანე 8:48მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული?
- მარკოზის სახარება 3:21გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო.
- მარკოზის სახარება 3:22ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
- იოანე 8:52იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო.
- მარკოზის სახარება 3:30ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო.
- მოციქულთა საქმენი 26:24ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ!
- მათეს სახარება 11:18ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
განაგრძე კითხვა: იოანე 7
სრულად წაიკითხე: იოანე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში