
მარკოზის სახარება 3:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო.
მარკოზის სახარება 3:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 13 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 3:21 კონტექსტში
3:19და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
3:20მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რომ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს.
3:21გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო.
3:22ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
3:23მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 3:21
- მოციქულთა საქმენი 26:24ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ!
- იოანე 10:20ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას?
- მარკოზის სახარება 3:31მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად.
- იოანე 7:3და მისმა ძმებმა უთხრეს: გაეცალე აქაურობას და იუდეაში წადი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი ნაკეთები საქმენი.
- იოანე 7:10მაგრამ, როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:13რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის.
- იერემია 29:26უფალმა დაგადგინა მღვდლად იეჰოიადაყ მღვდლის ნაცვლად, რათა ყური გეგდო უფლის სახლში ყოველ ბნედიანისთვის, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ხუნდებში ჩაგესვა და დილეგში ჩაგეგდო,
- ოსეა 9:7დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა! ბრიყვი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა?
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 3
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში